საწევარი
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

საწევარი (რუს. тягач, ინგლ. tractor) — სტაციონარული, გადასატანი ან გადასაადგილებელი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ტვირთების ასაწევად, მცირე სიმაღლეზე. საწევარი შეიძლება იყოს ლარტყიანი, ხრახნული, პნევმატიკური და ჰიდრავლიკური. გამოიყენებენ უმთავრესად სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებზე, აგრეთვე ავტოტრანსპორტის რემონტისათვის. ტერმინი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ნახევარმისაბმელთან ერთად განკუთვნილია ექსპლუატაციისთვის. მისი სახეებია: ბარბაცა, თვლიანი, ორღერძა, საბუქსირო, უნაგირა და სხვა.