საძროხიის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საძროხიის მღვიმეკარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალიხევის აუზში. მდებარეობს ზღვის დონიდან 720 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. დახშული 75 მ სიგრძის გვირაბი, რომლის საშუალო სიმაღლეა 2 მ, მაქსიმალური სიგანე კი 30 მ.

ფსკერზე კარსტული ორმოებია. გვხვდება ზრდაშეჩერებული ნაღვენთები. არის გამოფიტვის ადგილობრივი პროდუქტები. ჰავა დინამიურია. არსებობს დროებითი ღვარების კვალი. გამოიყენება მწყემსების მიერ ნახირის შესარეკად. ადვილი მისადგომია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966