საძელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საძელე
მთა საძელეს ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
მთა საძელეს ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
კოორდინატები: 42°30′45″ ჩ. გ. 44°30′45″ ა. გ. / 42.51250° ჩ. გ. 44.51250° ა. გ. / 42.51250; 44.51250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3307 
ქედი ხევის კავკასიონი
ამგებელი ქანები ანდეზიტი
საძელე — საქართველო
საძელე
საძელე — მცხეთა-მთიანეთის მხარე
საძელე
სურათები ვიკისაწყობში

საძელევულკანური მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, ჯვრის უღელტეხილის აღმოსავლეთით, მდინარეების ხდისა და ბიდარის სათავეებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3307 მ. საძელე აგებულია ანდეზიტებით. მთის აღმოსავლეთი და დასავლეთი კალთები დამრეცია, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი ციცაბო. ზედა ნაწილი მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს, კალთებზე ალპური და სუბალპური მდელოებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]