საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა ბათუმში (2021)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა ბათუმში
თარიღი 8 ოქტომბერი, 2021
დრო დაახლ. 12:00
ადგილი ბათუმი, აჭარის არ, საქართველო
კოორდინატები 41°38′56″ ჩ. გ. 41°37′53″ ა. გ. / 41.64889° ჩ. გ. 41.63139° ა. გ. / 41.64889; 41.63139
მიზეზი სავარაუდოდ პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები
გარდაცვალებები 9
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილი
ბრალდებულ(ებ)ი 3 (პირველი სართულის ბინის მეპატრონე და ორი მუშა)

საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა ბათუმში — უბედური შემთხვევა საქართველოს ქალაქ ბათუმში, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა და თან მოიყოლა რამდენიმე მცხოვრები და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანი. სამაშველო სამსახურმა ყველა ადამიანის ამოყვანა შეძლო, რომელთაგან 9 გარდაიცვალა მაშინვე ან შემდგომ, მათ შორის 3 მცირეწლოვანი.

მოვლენათა განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა), 26 მაისის ქუჩაზე, დაახლოებით შუადღის 12:00 საათზე მთლიანად ჩამოიქცა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო და მიმდებარე საცხოვრებელი ოთახები. მალევე ადგილზე გამოჩნდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.[1] დაიწყო სამაშველო სამუშაოები. შენობიდან დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ნანგრევებში 10-მდე ავტომანქანა იყო მოყოლილი.[2]

სამაშველო სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი, ვისი ამოყვანაც შეძლეს, იყო მცირეწლოვანი, რომელიც ჩამონგრევის მომენტში კორპუსის მიმდებარედ გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა.[2]

მალევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. დაიწყო ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე გამოძიება. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე გამოჩნდა სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობდა აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.[3]

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან ტელეფონით კონტაქტზე გავიდა, თუმცა ისინი ვერ უხსნიდნენ რომელ სართულზე იმყოფებოდნენ, სულ დაბლა იყვნენ ჩავარდნილები თუ მაღლა. ამის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობდა მათი ძიება.[4] შემთხვევიდან დაახლოებით ორ საათში, გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც კორპუსის ნაწილის ჩამონგრევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული. კადრებში ჩანდა ნგრევით გამოწვეული ძლიერი მტვერი და ისმის მოსახლეობის ყვირილი. დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახული იყო საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის კადრები და ადამიანი, რომელიც ნანგრევებში მოყოლას გაქცევით გადაურჩა.[5]

ტრაგედიის ადგილზე ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. ამის თაობაზე კადრები საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.[6]

დაახლოებით 20:00 საათზე მაშველებმა მიაკვლიეს ქალს, რომლისთვისაც დახმარების გაწევა ადგილზევე დაიწყეს,[7] შემდეგ კი, ნანგრევებიდან ამოიყვანეს. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.[8]

შემდეგი ადამიანი, რომლის ცოცხლად ამოყვანაც შეძლეს, იყო 36 წლის მამაკაცი, რომელმაც დაახლოებით 11 საათი გაატარა ნანგრევების ქვეშ. ის შენობის წინა მხარეს ჩამონგრეული ნაწილებიდან ამოიყვანეს, იგი ბეტონის ფილებში იყო მოყოლილი.[9] იგი ბათუმის კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე მოათავსეს. დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო. მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და აღენიშნებოდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.[10]

დაახლოებით 23:00 საათზე შს მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია ნანგრევებში მოყოლილი სავარაუდოდ გარდაცვლილი ადამიანის შესახებ.[11] ინფორმაცია სიმართლე გამოდგა, პირველი დადასტურებული მსხვერპლი აღმოჩნდა ასაკოვანი ქალი, რომელიც მცირე ხანში, 01:00 საათისთვის ამოიყვანეს.[12] ღამის 03:00 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია კიდეც სამი ცხედრის აღმოჩენის შესახებ. მათ შორის იყო ორი მამაკაცი და ერთი ბავშვი.[13] კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა 9 ოქტომბერს დილით მეხუთე გარდაცვლილი იპოვეს, ის მცირეწლოვანი აღმოჩნდა.[14]

დილით ცნობილი გახდა, რომ მაშველების მიერ ნაპოვნი 5 გარდაცვლილიდან 2 მცირეწლოვანი — 1 და 9 წლის ბავშვები, საავადმყოფოში გადაყვანილი ქალის შვილები იყვნენ. ამას გარდა, ერთ-ერთი მამაკაცი ბავშვების ბიძა აღმოჩნდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია ქალის გარდაცვალების შესახებ. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4-ჯერ გაუჩერდა, მეორე დილით, დაახლოებით 10:00 საათისთვის, კლინიკაში გარდაიცვალა.[8]

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა კიდევ სამი ადამიანის პოვნის მიზნით. დაახლოებით 13:00 საათისთვის, მაშველებმა ორი ადამიანი იპოვეს, ორივე დაღუპული — დედა და შვილი.[15] მოგვიანებით კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს. ჯამში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 9 ცხედარი, მათ შორის 3 ბავშვი.[16] ამის შემდეგ სამაშველო სამუშაოები შეწყდა. გადარჩენილ ბინებში სპეციალისტები შევიდნენ და დაიწყეს ყველა მათგანის შემოწმება.[17] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ჯუმბერ ბათაძის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.[18]

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი წყაროს თანახმად, შესაძლოა ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.[14] გავრცელებული ინფორმაციით, ჩამონგრევის მიზეზი შესაძლებელია გამხდარიყო შენობაზე ახალი სართულის დაშენება. შემთხვევიდან მალევე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.[19] მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე აცხადებდა, რომ ბოლო 5–6 წლის განმავლობაში ამ კორპუსზე ახალი მიშენება არ განხორციელებულა.[20] შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნგრევის მიზეზი, შეიძლება, ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოები (შესაძლო — საყრდენი კედლის გამოცლა) ყოფილიყო, რომელსაც მესაკუთრეები ახორციელებდნენ, თუმცა გამოძიება მიმდინარეობდა და ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ. განიხილებოდა ბუნებრივი აირის აფეთქების ვერსიაც.[21] 9 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო.[22] საინფორმაციო გადაცემაში „ქრონიკა“ გამოაქვეყნეს ნგრევამდე 48 საათით ადრე ბინაში გადაღებული ფოტოები, სადაც, მათივე თქმით, ჩანს, რომ ბინას საყრდენი კედლები გამოცლილი აქვს. აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გეოლოგები ირგვლივ მდგომი ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიდნენ.[5] სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბათუმში მომხდარმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება.[23]

გამოძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე გამოძიება შემთხვევიდან მალევე დაიწყო. 9 ოქტომბერს შსს-მა დაადასტურა ერთ-ერთი თავდაპირველი ვერსია, რომ ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.[22] ამავე დღეს ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს, სულ 3 ადამიანი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩაატარებინა, რამაც ერთ-ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.[24]

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.[24]

10 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია). პროკურატურის ინფორმაციით, „ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება“.[25]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დაშვებული დროშა გლოვის დღეს, 11 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.[26]

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 9 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, ლიტურგიის შემდეგ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულებისთვის პანაშვიდი ჩატარდებოდა.[27]

საარჩევნო კამპანიები დროებით შეაჩერეს „ქართულმა ოცნებამ“[28] და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.[29] ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებთან მოქალაქეებმა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს.[30] თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხებოდა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.[31] უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბრის საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა.[32] ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „დროას“ მიერ ადრედაანონსებული აქცია, რომელიც ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ ერთ-ერთ უბანზე ხმების გადათვლას და მის შედეგად გამარჯვებულად „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამოცხადებას უკავშირდებოდა, მდუმარედ ჩატარდა.[33]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება.[34]
ვიკიციტატა
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება.[35]
ვიკიციტატა
„ყველა სიტყვა უძლურია. ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს.[36]
ვიკიციტატა
„ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები.[37]
ვიკიციტატა
„ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ.[38]
ვიკიციტატა
„შეძრწუნებულები ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე.[39]
ვიკიციტატა
„რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ.[40]
ვიკიციტატა
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს.[41]
ვიკიციტატა
„გულწრფელად ვუთანაგრძნობთ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. შერძწული ვართ მომხდარი ტრაგედიით. მადლობა მაშველებს და ყველას, ვინც დაუღალავად იბრძოდა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.[42]
ვიკიციტატა
„დამწუხრებული ვართ ბათუმში, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის გამო. გარდაცვლილების ოჯახებს გულწრფელად ვუსამძიმრებთ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სომხეთი მეგობარი ქართველი ხალხის გვერდით დგას.[43]
ვიკიციტატა
„ჩემი ფიქრები დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან არის. ვუსურვებ დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას. ქართველ მეგობრებო, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი თანაგრძნობა და სოლიდარობა.[44]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან გადმოასვენეს ერთი ბავშვის და ორი კაცის ცხედრები“. რადიო თავისუფლება. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი ამოიყვანეს“. TV პირველი. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს“. რუსთავი 2. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან სატელეფონო კონტაქტზეა“. interpressnews.ge. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 „ბათუმის ტრაგედია — ორი დღის ყველა მოვლენა ქრონოლოგიურად“. imedinews.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ბათუმში, ტრაგედიის ადგილას“. www.amerikiskhma.com. ამერიკის ხმა. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდა ქალს მაშველები დახმარებას ადგილზე უწევენ“. imedinews.ge. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 „ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია“. interpressnews.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი კაცი ამოიყვანეს“. mtavari.tv. მთავარი არხი. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. „ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა“. mtavari.tv. მთავარი არხი. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. „სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, დამიზუსტებენ ახლა — გომელაური“. On.ge. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „მაშველებმა, ნანგრევებიდან ასაკოვანი ქალის ცხედარი ამოიყვანეს“. ipress.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. „მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს“. 1tv.ge. საქართველოს პირველი არხი. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. 14.0 14.1 კუპრეიშვილი, თაზო (9 ოქტომბერი, 2021). „ბათუმში, შენობის ნანგრევებში, მეხუთე ცხედარი იპოვეს — ის ბავშვია“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. „ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან დედა-შვილის ცხედრები ამოასვენეს“. imedinews.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. ბიძინაშვილი, ნინო (9 ოქტომბერი, 2021). „ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. ბოკუჩავა, სალომე (9 ოქტომბერი, 2021). „სამძებრო სამუშაოები შეწყდა — რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც გუშინ საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა“. rustavi2.ge. რუსთავი 2. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  18. „აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსი: 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში, მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა“. imedinews.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. „განცხადება 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით“. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  20. „კორპუსი ავარიული არ იყო — ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი“. On.ge. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. „სამშენებლო სამუშაოებს მესაკუთრეები აკეთებდნენ, შეიძლება ეს იყოს ნგრევის მიზეზი — გომელაური“. On.ge. 8 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  22. 22.0 22.1 „ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო – შსს“. ნეტგაზეთი. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  23. ბიძინაშვილი, ნინო (9 ოქტომბერი, 2021). „ბათუმში მომხდარმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება – ომბუდსმენი“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  24. 24.0 24.1 „შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა“. formulanews.ge. ფორმულა. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. „ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა — პროკურატურა“. rustavi2.ge. რუსთავი 2. 10 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. „11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა“. რადიო თავისუფლება. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. „ბათუმში დაღუპულთა და დაშავებულთა მოსახსენიებლად სვეტიცხოველში პარაკლისი აღევლინება“. On.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  28. ბიძინაშვილი, ნინო (9 ოქტომბერი, 2021). „12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას ვწყვეტთ – ოცნება“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. „ახლა პაექრობისა და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის – ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო გიორგი კირთაძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა“. alia.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  30. კვაჭაძე, ნანა (9 ოქტომბერი, 2021). „ბათუმში ნანგრევებთან სათამაშოები და ყვავილები მიაქვთ“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  31. „კახა კალაძე - თბილისი დგას ბათუმის გვერდით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება“. interpressnews.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  32. ზარნაძე, ეკატერინე (9 ოქტომბერი, 2021). „ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება“. Primetime. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  33. „ზუგდიდში მდუმარე საპროტესტო აქცია იმართება“. რადიო თავისუფლება. 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  34. „თანავუგრძნობ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში — პრეზიდენტი“. On.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  35. „საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა“. 1tv.ge. საქართველოს პირველი არხი. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  36. „ვუსამძიმრებთ ოჯახებს და სრულიად საქართველოს — კახა კუჭავა“. report.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  37. „ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საპატრიარქო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“. On.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  38. „აშშ ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება“. report.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  39. „შეძრწუნებულები ვართ ამ ტრაგედიით, ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს — ბრიტანეთის საელჩო“. On.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  40. „რომის პაპის სადესპანო: ვლოცულობთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის“. formulanews.ge. 10 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  41. „ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საქართველოს — ისრაელის საელჩო“. On.ge. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  42. „ესტონეთი საელჩო თბილისში“. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  43. „ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთი საქართველოს სამძიმარს უცხადებს“. rustavi2.ge. რუსთავი 2. 9 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  44. „ქართველ მეგობრებო, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი თანაგრძნობა და სოლიდარობა — კულება“. On.ge. 10 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)