საცხენეს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საცხენეს ციხე — არქიტქტურული ძეგლი, მდებარეობს საცხენეს ჩრდილოეთ განაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ციხე გეგმით სწორკუთხაა (ამჟამად მისი ტერიტორია გამოყენებულია სამეურნეო დანიშნულებისამებრ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში მასიური ბურჯია ჩართული. სამხრეთ-დასავლეთით კი - მომცრო მრგვალი კოშკი (შემორჩენილია დაახლოებით 5-6 მ სიმაღლეზე), რომლის კედლებში ნიშებია მოწყობილი. ციხე განკუთვნილი იყო მრავალრიცხოვანი გარნიზონის სადგომად, რასაც მოწმობს გალავნის კედელთან მიჯრით მიშენებული სათავსების ნაშთები. ციხის შეისრულთაღიანი შესასვლელი გალავნის სამხრეთ კედელშია, კედელი კი სათოფურებითაა აღჭურვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]