საცხენეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საცხენეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელი საცხენეთის ჩრდილო-დასავლეთით, მთაზე. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში. ეკლესია ნაგებია ყორექვით, კირის დუღაბზე.

გეგმით მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. მასში სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვედა ნაწილში გამოყენებულია შირიმის ქვები. საკურთხეველში დგას მოწითალო ფერის ქვა, რომელზეც წრეში ჩაწერილი ჯვარია გამოსახული.

კამარის საბრჯენი თაღი, ორსაფეხურიან პილასტრებს, ხოლო კედლის თაღები აღმოსავლეთით აბსიდის მხრებს, დასავლეთით კი ნახევარპილასტრებს ეყრდნობოდა. ეკლესიას გააჩნია ორი თაღოვანი კარი, ერთი სამხრეთით, ხოლო მეორე დასავლეთით. მოგვიანებით, ნაგებობას სამხრეთ-დასავლეთით გარშემოსავლელი გაუკეთეს. დასავლეთის გარშემოსავლელში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის ფრაგმენტი და სარკმელი. დასავლეთი მინაშენი ჩრდილოეთით სცილდება ძირითადი ეკლესიის პერიმეტრს. შესაძლებელია გარშემოსავლელი ჩრდილოეთითაც იყო. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე მოთავსებულ ქვაზე, ნაკაწრით შესრულე-ბულია ადამიანთა ფიგურები.

ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული. ჩამოქცეულია კამარა და კონქი; კედლების ზედა ნაწილი მორღვეულია. დასავლეთის მინაშენის სამხრეთი ნაწილი ჩამონგრეულია. სარკმლები დაზიანებულია. გადახდილია საბურავი მასალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 161