საცხავატლოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საცხავატლოს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხავატლოს დასავლეთით, სასაფლაოსთან. თარიღდება შუა საუკუნეებით. ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით ნაგები დარბაზული ეკლესიისგან (8 x 4,6 მეტრი) შემორჩენილია მხოლოდ აფსიდის ნაწილი (სიმაღლე 1,6 მეტრი), რომლის გვერდებში თითო მცირე ზომის სწორკუთა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]