საციხურის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საციხურის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის სამხრეთ- დასავლეთით ერთ კილომეტრზე, საციხურის, ანუ ზაქას ტყეში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. სამხრეთის მხრიდან კარგად ჩანს განმხოლოებული მოზრდილი გორის ხელოვნურად გადაჭრილი ყელი. ზედაპირზე იპოვება თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]