საშემოდგომო კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საშემოდგომო კულტურებიერთწლოვანი მცენარეები, რომლებსაც შემოდგომაზე თესავენ და მომავალ წელს იღებენ. განვითარების პირველ პერიოდში ხანგრძლივად (30—70 დღე) მათ შედარებით დაბალი ტემპერატურა (0—10°C) სჭირდებათ. საშემოდგომო ჯიშები და ფორმები აქვს ხორბალს, ქერსა და ჭვავს, ზოგ ზეთოვანს (რაფსი) და პარკოსანს (ცერცველა).

ცნობილია აგრეთვე ე. წ. ორთესელა მცენარეები, რომლებსაც თესავენ როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე. საშემოდგომო კულტურები საგაზაფხულო კულტურებთან შედარებით უფრო ყინვაგამძლე და უხვმოსავლიანია, ადრე იძლევიან მოსავალს და მოსავლის აღების შემდეგ ამავე მინდორზე (ტენიან და სარწყავ ადგილებში) თესავენ სანაწვერალო კულტურებს, რომლებიც ცხოველთა საკვებ მასას იძლევიან. საშემოდგომო კულტურები საგაზაფხულო კულტურებისათვის კარგი წინამორბედია. საშემოდგომო კულტურებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია საშემოდგომო ხორბალი, რომელსაც საქართველოში დაახლოებით 114 ათ. ჰა უკავია (1980 წლის მონაცემებით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]