საყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალბატუხტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კელაპტარასებრნი
გვარი:  საყურე
ლათინური სახელი
Rhynchocorys elaphas (L.) Griseb.

საყურე (ლათ. Rhynchocorys elaphas) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-60 სმ სიმაღლისაა, მარტივი ან დატოტვილი, შებუსული ან შიშველი. ფოთლები მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანი, მოპირისპირედ განლაგებული, მოგრძო ან მოგრძოკვერცხისებური ფორმის. ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი, ხორთუმი სწორია ან აღმავალი. იზრდება ტყისა და სუბალპური სარტყლების ბუჩქნარებში, ტენიან მდელოებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]