საყუდისთავი
იერსახე
| საყუდისთავი | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 1707 მ |
| ქედი | ქობულეთ-ჩაქვის ქედი |
| ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია და ტუფი |
საყუდისთავი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩაქვის შტოქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან — 1707 მეტრი. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. კონუსის ფორმისაა, მთის კალთებიდან რადიალურად ჩამოედინებიან მდინარე აჭარისწყლისა და ჩაქვისწყლის შენაკადები. შემოსილია მუხის, რცხილისა და წიფლის შერეული ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 205.