შინაარსზე გადასვლა

საყვალა სალუქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საყვალა სალუქვაძე
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1944 (1944-07-30) (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საყვალა სალუქვაძე (დ. 30 ივლისი, 1944, ოზურგეთი) — ქართველი ეარქიტექტორი.

1968 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი]]ს სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით ხოლო 1975 წელს მოსკოვის საკავშირო ქალაქგეგმარების ს/კ უნივერსიტეტის ასპირანტურა.

სხვადასხვა დროს იყო ოზურგეთის მთავარი არქიტექტორი, საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, სამშენებლო ტრესტ „კოლხთმშენის“ ოზურგეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ოზურგეთის გამგებელი; ხელმძღვანელობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გურიის მხარის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სსრკ კავშირის სამინისტროს 1300 ადგილიანი ტურისტული კომპლექსი ქ. სევასტოპოლში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში (1981), მოსწავლეთა სასახლე ქ. ოზურგეთში (1984), ადმინისტრაციული და სამედიცინო დაწესებულებები ოზურგეთის რაიონის სოფლებში (1988-1989) მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ქ. ოზურგეთში, გურიის სატრანსპორტო კომპლექსი და სხვა; საკავშირო და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი; რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

ორგანიზაციის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 499-500

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]