საყელოიანი ხვლიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საყელოიანი ხვლიკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ოჯახი:  ჯოჯოსებრნი
სახეობა:  საყელოიანი ხვლიკი
ლათინური სახელი
Chlamidosaurus kingi
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 170384

საყელოიანი ხვლიკი (Chlamidosaurus kingi სხვა ენებში Chlamydosaurus kingii) — ქვეწარმავალი ჯოჯოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს.

გავრცელებულია ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში. აქვს ქერცლოვანი კანის ნაოჭი, ანუ საყელო, რომელიც დაკავშირებულია ენისქვეშა ძვლის გამონაზარდთან. როდესაც საყელოიანი ხვლიკი მშვიდადაა, ნაოჭი ყელზე აქვს დაკეცილი, საშიშროების დროს კი პირს აღებს, გამონაზარდები ჭიმავენ ნაოჭს და იგი ქოლგასავით იშლება. ამით საყელოიანი ხვლიკი მტრებს აფრთხობს; შეუძლია ტანაწეული, უკანა ფეხებით სირბილი. ხშირად ადის ხეზე. იკვებება მწერებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]