საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც, წარწერის მიხედვით, 1460 წელს აუგია ვინმე ვახტანგ ჯავახიშვილს.

ეკლესია დარბაზულია (9,4 X 7,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სამკუთხა ნიშია. სამხრეთის და დასავლეთის კედლებშიც თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ჩასმულია ყვითელი ქვიშაქვა, რომელზეც ამოკვეთილია წარწერა (აშენების თარიღი). ფასადები დასრულებულია საფეხურებად ნაწყობი აგურის ლავგარდნით. შენობის სამხრეთით და დასავლეთით თითო მინაშენია. დასავლეთ მინაშენი სწორკუთხაა (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი). სამხრეთისა (კარიბჭე) სცილდება ეკლესიის სამხრეთ კედელს და დასავლეთის მინაშენზე გადადის. სამხრეთის მინაშენის თაღოვანი შესასვლელი ეკლესიის შესასვლელის პირდაპირაა. ინტერიერში სამხრეთ კედელზე ორი პილასტრია. გადახურვა ჩანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.