საღმრთოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საღმრთოს ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალიანთიდან აღმოსავლეთით 1 კმ-ზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან აღმოსავლეთით 1 კმ-ზე მდებარე ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლე-თილი ქვით, ფასადების კუთხეები კი ამოყვანილია თლილი ქვით, რომელიც შემდეგ შეულესიათ.

ეკლესია გეგმით უაბსიდო სწორკუთხედს წარმოადგენს, რომლის ცენტრში გაჭრილია შიგნით თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელი.

კამარა ცილინდრულია. ინტერიერი შელესილია ბათქაშით. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა.

ეკლესიის სამხრეთი მინაშენი სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება. აბსიდში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. ნავის ჩრდილოეთი კედლის თაღები პილასტრებს ეყრდნობა. ერთ-ერთი თაღი ეკლესიის შესასვლელის არქიტრავზე გადადის. ნავის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა.

ეკლესიას დასავლეთიდან კიდევ ერთი სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომელიც ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კედლები შემორჩენილია 2-3 მ. სიმაღლეზე. ხაზგასმულია მინაშენის ნაკერები. ჩრდილოეთი ფასადი ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები. კარნიზი არ ჩანს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ტექ. მდგ. 1983 წ. მინაშენი დაზიანებულია. ფასადები ბევრგან გამონგრეულია, საბურავი მოშლილია, იატაკი მიწურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 67-68