საღვთო ივეოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საღვთო ივეოსი
Sacred ibis (Threskiornis aethiopicus).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Threskiornis aethiopicus (Latham, 1790)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697510
Threskiornis aethiopicus

საღვთო ივეოსი (ლათ. Threskiornis aethiopicus) — ტანად დიდი ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 75 სმ. დებს 2-3 კვერცხს. ბუდეს იკეთებს წყალსატევების ნაპირებზე, ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. აქვს ქვემოთ მოღუნული ნისკარტი, გრძელი ფეხები. გავრცელებულია აფრიკაში (საჰარის სამხრეთით, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით, მადაგასკარზე). სუდანში გადამფრენი ფრინველია. რეგისტრირებულია საღვთო ივეოსის შემოფრება კასპიის ზღვაზე. XIX საუკუნემდე გვხვდებოდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. იგი შეყვანილი იყო საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ტაივანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იკვებება თევზით, ქვეწარმავლებით, მოლუსკებით, მწერებით. ხშირად სწავლობს ნიადაგს, რის საფუძველზე იჭერს უხერხემლოებს. ძველ ეგვიპტეში საღვთო ფრინველად ითვლებოდა (აქედან მოდის სახელწოდებაც), რადგანაც მისი მოფრენა ნილოსის ადიდებას ემთხვეოდა, და ამდენად, მოსავლის ბედ-იღბალს განსაზღვრავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: