შინაარსზე გადასვლა

საღამოს ლოცვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდ შაბათს ბენედიქტინელი ბერები მღერიან

საღამოს ლოცვა (ლათ.vesper-საღამო) - საღვთო ლიტურგია მონოფიზიტურ მართლმადიდებლურ, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და ლუთერანული ეკლესიებში.

საღამოს ლოცვა ჩვეულებრივ მიჰყვება დადგენილ წესრიგს, რომელიც ფოკუსირებულია ფსალმუნებისა და სხვა ბიბლიური საგალობლების შესრულებაზე. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ლიტურგიები ხშირად მთავრდება "ჟამის წირვით". ამ ლიტურგიების ერთად შესრულება შესვენების გარეშე ასევე გავრცელებული პრაქტიკა იყო შუა საუკუნეების ევროპაში, განსაკუთრებით მონასტრებში


საღამოს ლოცვა ჩვეულებრივ მზის ჩასვლისას იმართება. ინდურ და სირიულ მონოფიზიტურ მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში ლიტურგია ცნობილია როგორც "რამშო". მას ლოცულობენ აღმოსავლეთისკენ , როგორც სასულიერო პირები , ასევე საეროები.

დღევანდელი გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკურ სამყაროში საღამოს ლოცვა ტარდება შებინდებისას. საღამოს ლოცვა მადლობას უხდის გასული დღისთვის და საღამოს სწირავს ღმერთს "დიდების მსხვერპლს" ( ფსალმუნი 141 :1). [1]

კათოლიკური საღამოს ლიტურგიის ზოგადი სტრუქტურა ასეთია:

  • ვესპერსი იხსნება სიტყვა "ღმერთო"-თი, შემდეგ კი იგალობება: "in adiutorium meum intende. Domine, ad adiuvandum me festina. Gloria Patri, et Filio, et Spiritui Sancto. Sicut erat in principio, et nunc et semper, et in saecula saeculorum. - ამინ. ალილუია. (ღმერთო,მსწრაფლ გადამარჩინე და დამეხმარე. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ. ალილუია."
  • შემდეგ იგალობება განკუთვნილი ფსალმუნი : ყოველი ფსალმუნი მთავრდება დიდებით და წინ უძღვის და მოჰყვება ანტიფონი(საგალობელი ორი გუნდის შესრულებით მონაცვლეობით) . გარდა ამისა, ფსალმუნების უმეტესობას ასევე აქვს მოკლე წარწერა, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უკავშირდება ფსალმუნი/სასულიერო ეკლესიას ქრისტოლოგიური ან სულიერი გზით.
  • ფსალმუნების შემდეგ იკითხება ბიბლიის საკითხავი.
  • შემდეგ მონაწილეები მღერიან მაგნიფიკატს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საგალობელს ლუკას სახარებიდან 1 :46–55. ბიბლიურ საგალობელს წინ უძღვის გლორია და ანტიფონი.
  • შემდეგ იკითხება შუამავლობითი ლოცვები, რასაც მოჰყვება „ მამაო ჩვენო“, და ბოლოს დახურვის ლოცვა (oratio) და კურთხევა.

ბიზანტიური რიტუალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიურ რიტუალს აქვს სამი ძირითადი ტიპის საღამოს ლოცვა: დიდი, ყოველდღიური და პატარა. დიდი ლიტურგია გამოიყენება კვირას და მთავარ დღესასწაულებზე რომელიც ღამის თევას მოისაზრებს. ასევე ტარდება რამდენიმე განსაკუთრებულ დღეებში, მაგალითად, დიდ პარასკევს და დიდ შაბათს. მკაცრი მარხვის გარკვეულ დღეებში, როდესაც, თეორიულად, ზიარებამდე მარხვა ერთდღიანი უნდა იყოს, ლოცვა ასევე იწყება საღმრთო ლიტურგიით და ყოველთვის თანმოსდევს განწმენდის ლიტურგია . სხვაგვარად გამოიყენება ყოველდღიური საღამოს ლოცვები. მცირე საღამოს ლოცვა ხშირად ტარდება შაბათობით და არის ძალიან შემოკლებული ფორმა, რომელიც გამოიყენება შუადღიდან მზის ჩასვლამდე

მართლმადიდებელი მღვდელმსახური და დიაკონი საღამოს ლოცვაზე აკმევენ.

ლიტურგიის ზოგადი სტრუქტურა ასეთია (ფსალმუნების რიცხვები სეპტუაგინტის მიხედვით

  • ლიტურგია იხსნება 104 ფსალმუნით (ფსალმუნი 103 (104)): "აკურთხე უფალი, სულო ჩემო, უფალო ღმერთო ჩემო, უაღრესად განდიდდი...".
  • "მშვიდობის კვერექსი".
  • იკითხება კანონები
  • ამბიონზე გამოდის მღვდელი და აკმევს.
  • გალობს პროკეიმენონი .
  • სადღესასწაულო დღეებში არის სამი ან მეტი საკითხავი ძველი აღთქმიდან.
  • მხურვალე ვედრების კვერქსი
  • იკითხება ლოცვა " მიბოძე მადლი, უფალო ".
  • ვედრების კვერექსი
  • იგალობება kyrie elison- უფალო შგვიწყალე
  • აპოსტიჩა გალობს. ეს არის მუხლები, რომლებიც გვასწავლიან დღესასწაულის (ან შაბათ საღამოს, ქრისტეს აღდგომის) შესახებ.
  • შემდეგ იგალობება დღის ღვთისმშობლის საგალობელი.
სუფრის ნაკრები ხუთი პურით, ხორბლით, ღვინით და ზეთით


  1. Vespers. Usccb.org (2013-04-16). ციტირების თარიღი: 2015-05-22
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საღამოს_ლოცვა“-დან