საქსონიის შვეიცარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქსონიის შვეიცარია
Falkenstein.jpg
კოორდინატები: 50°56′ ჩ. გ. 14°12′ ა. გ. / 50.933° ჩ. გ. 14.200° ა. გ. / 50.933; 14.200
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
უმაღლესი წერტილი გროსერ-ცშირნსტაინი
სიმაღლე 562 
საქსონიის შვეიცარია — გერმანია
საქსონიის შვეიცარია

საქსონიის შვეიცარია (გერმ. Sächsische Schweiz) — პლატოსებრი დაბალმთიანეთი და ეროვნული პარკი გერმანიაში, საქსონიაში, ქალაქ დრეზდენის სიახლოვეს. ჩეხეთის შვეიცარიასთან ერთად ქმნის ელბის ქვიშაქვიან მთებს. სიმაღლე 500-600 მ. უმაღლესი წერტილია მთა გროსერ-ცშირნსტაინი (562 მ). საქსონიის შვეიცარია უმთავრესად აგებულია მეზოზოური ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. დანაწევრებულია მდინარე ელბითა და მისი შენაკადებით. განვითარებულია რელიეფის ეროზიული ფორმები, ზოგიერთი ადგილი მიემსგავსება შვეიცარიის ლანდშაფტს. საქსონიის შვეიცარიის ფარგლებში არის 1000-მდე ასასვლელი მთა. რაიონი პოპულარულია დრეზდენის მაცხოვრებელთა და ალპინისტებს შორის. მოიცავს საქსონიის შვეიცარიის ეროვნულ პარკს. მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა კენიგშტაინის ციხესიმაგრე. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]