საქიფ საბანჯის მუზეუმი
| საქიფ საბანჯის მუზეუმი | |
|---|---|
|
| |
| 41°05′56″ ჩ. გ. 29°03′13″ ა. გ. / 41.0991167° ჩ. გ. 29.0537028° ა. გ. | |
| დაარსდა | 2002 წელი |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | სარიერი და სტამბოლის პროვინცია |
| ოფიციალური საიტი | https://www.sakipsabancimuzesi.org/ |
![]() | |
საბანჯის უნივერსიტეტის საქიფ საბანჯის მუზეუმი (თურქ. Sakıp Sabancı Müzesi) — კერძო სახვითი ხელოვნების მუზეუმი სტამბოლში, თურქეთში, რომელიც ეძღვნება კალიგრაფიულ ხელოვნებას, რელიგიურ და სახელმწიფო დოკუმენტებს, აგრეთვე ოსმალური ეპოქის ნახატებს. მუზეუმი დააარსა საქიფ საბანჯიმ და გახსნა 2002 წლის ივნისში. მუდმივი გამოფენების გარდა, მუზეუმი ასევე მასპინძლობს ეროვნულ და უცხოურ დროებით გამოფენებს და შაბათ-კვირას კულტურულ ღონისძიებებს.
ბოლო დროს მუზეუმმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, როდესაც გამოფინა პაბლო პიკასოს და ოგიუსტ როდენის ნამუშევრები.
სასახლის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული შენობა ეკუთვნოდა რამდენიმე მაღალჩინოსანი ფაშის ოჯახს და ხედივებს - ეგვიპტის გუბერნატორებს 1848 წლიდან 1884 წლამდე, როდესაც იგი შეიძინა ოსმალურმა ხაზინამ სულთან აბდულჰამიდ II-ის ბრძანებით და საჩუქრად გადაეცა მონტენეგროს მეფე ნიკოლა I-ს. სასახლე მომდევნო 30 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამეფო რეზიდენცია და მონტენეგროს საელჩო. 1913 წელს ოსმალურმა მთავრობამ ის უკან დაიბრუნა და გახდა სულთან მეჰმედ V რეშადის შვილიშვილის სახლი. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, უფლისწულმა მეჰმედ ალი ჰასანმა, ხედივ ისმაილ ფაშას შვილიშვილმა, შეიძინა მაშინ დაცარიელებული სახლი და დაავალა არქიტექტორ ედუარდ დე ნარის ამჟამინდელი სახლის აშენება. თუმცა, იგი გამოუყენებელი დარჩა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ ეგვიპტელი უფლისწულის უფროსმა დამ 1944 წელს საკუთარ სახლად არ აქცია.
1951 წელს ჰაჯი ომერ საბანჯიმ, საქიფ საბანჯის მამამ და საბანჯი ჰოლდინგის დამფუძნებელმა, შეიძინა სასახლე ოჯახთან ერთად ზაფხულის თვეების გასატარებლად. სასახლის შესასვლელ კარიბჭესთან მან განათავსა ცხენის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც აუქციონზე იყიდა. ქანდაკება შექმნა ლუი-ჟოზეფ დომამ პარიზში 1864 წელს და ჩამოასხა ვორ თიბომ. სახლი ცნობილი გახდა როგორც „ათლი კიოშქ“ (საცხენოსნო ვილა). ის და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ სასახლეში მისი გარდაცვალებამდე 1966 წელს. სასახლე საქიფ საბანჯისა და მისი ოჯახის სახლი იყო 1969-დან 1999 წლამდე.
სასახლე 1998 წელს 49 წლის ვადის იჯარით გადაეცა საბანჯის უნივერსიტეტს ყველა ანტიკურ ავეჯთან და ხელოვნების კოლექციებთან ერთად. დღეს, ორიგინალური სასახლე და თანამედროვე გალერეა მასპინძლობს XVIII და XX საუკუნეების ხელოვნების ფართო კოლექციებს.[1]
ექსპონატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაჯი ომერ საბანჯიმ 1940 წელს დაიწყო დეკორატიული ხელოვნების ნამუშევრების შეგროვება, რომელიც შედგებოდა ფიგურებისგან, ლითონის ნაწარმისგან, ფაიფურისგან, ხელოვნების ობიექტებისა და ავეჯისგან. საქიფ საბანჯიმ გააფართოვა მამამისის ხელოვნების კოლექცია 1970 წლიდან. კოლექცია მოიცავს XVIII და XIX საუკუნეების ჩინურ ფაიფურს Famille noire და Famille verte, მრავალფეროვან ვაზებსა და მორთულ თეფშებს. XIX საუკუნის ფრანგული ფაიფურის შთამბეჭდავი კოლექცია, მათ შორის სევრეს ვაზების დიდი რაოდენობა და ბერლინსა და ვენაში წარმოებული გერმანული ფაიფური არიან კოლექციის ყველაზე ღირებული ნივთების სერიიდან.
კალიგრაფიის კოლექცია, რომელიც შედგება თითქმის 400 ექსპონატისგან, გვთავაზობს ოსმალური კალიგრაფიული ხელოვნების ყოვლისმომცველ ხედვას 500 წლის განმავლობაში, ხელნაწერი ყურანებითა და სალოცავი წიგნებით, კალიგრაფიული პანელებით, დეკრეტებით, საიმპერატორო დოკუმენტებით, დეკლარაციებით, საიმპერატორო ბეჭდებით, პოეზიის წიგნებითა და კალიგრაფიული ხელსაწყოებით.
გამოფენილია საბანჯის სამხატვრო კოლექციის ოსმალური და რესპუბლიკური ეპოქის 320-ზე მეტი შერჩეული ნახატი, გამოჩენილი ოსმალი და თურქი მხატვრების, როგორებიცაა ოსმან ჰამდი-ბეი, იბრაჰიმ ჩალლი, ჰალილ ფაშა, ნაზმი ზია გურანი, შეკერ აჰმედ ფაშა, ფიქრეთ მუალა და ევროპელი მხატვრების, როგორებიცაა ფაუსტო ზონარო და ივან აივაზოვსკი, რომლებიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ოსმალეთის იმპერიაში, დამოუკიდებლად.
აგრეთვე გამოფენილია საქიფ საბანჯის მემორიალური ნივთები, როგორებიცაა პიროვნებებთან და სახელმწიფო მოღვაწეებთან გადაღებული ფოტოები, ორდენები, მედლები და ზოგიერთი პირადი ნივთი.[2]
დროებითი გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროებითი გამოფენები, რომლებიც გაიმართა მუზეუმში, ქვემოთ ჩამოთვლილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით[3]:
- (27.06.2003 - 05.05.2004) ძალაუფლების პარტნიორობა: არტეფაქტები სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმიდან, ადამიანი და ცხენი
- (21.12.2003 - 18.04.2004) მედიჩებიდან სავოიებამდე: ოსმალური ბრწყინვალება ფლორენციის კოლექციებში
- (12.05.2004 - 24.10.2004) პარიზი - სანქტ-პეტერბურგი: ევროპული მოდის სამი საუკუნე ალექსანდრე ვასილიევის კოლექციიდან
- (24.05.2005 - 28.08.2005) თოფქაფის სასახლის მუზეუმის ევროპული ფაიფურის კოლექციიდან შეგროვებული ნაწარი ოსმალურ სასახლეში
- (13.07.2005 - 09.10.2005) ავსტრიის, ინგლისის, სლოვენიის, ხორვატიისა და თურქეთის მუზეუმების კოლექციებიდან შეგროვებული ნაწარმი სახელწოდებით "თურქების სურათი XVII საუკუნის ევროპაში "
- (24.11.2005 - 26.03.2006) პიკასო სტამბოლში
- (14.04.2006 - 28.05.2006) წიგნის ხელოვნება აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და ოსმალური სამყაროს მოგონებები: შედევრები კალუსტ გულბენკიანის მუზეუმიდან ლისაბონში
- (13.06.2006 - 03.09.2006) ოსტატი მოქანდაკე როდენი სტამბულში
- (07.12.2006 - 08.04.2007) ჩინგიზ-ყაენი და მისი მემკვიდრეები: დიდი მონღოლთა იმპერია
- (19.04.2007 - 19.08.2007) ღმერთის ქებად: ანატოლიური ხალიჩები ტრანსილვანიის ეკლესიებში, 1500–1750, და კაიტაგის ნაქარგები და ტექსტილის ხელოვნება დაღესტნიდან
- (08.09.2007 - 01.11.2007) ბრმა პაემანი, სტამბოლი
- (24.11.2007 - 27.01.2008) აბიდინ დინოს სამყარო
- (11.12.2007 - 02.03.2008) ოქროს ხაზები: ოსმალური კალიგრაფია საქიფ საბანჯის მუზეუმიდან, სან ფერნანდოს სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში, მადრიდში
- (18.02.2008 - 01.06.2008) სტამბოლი, ისპაანი და დელი: ისლამური ხელოვნების სამი დედაქალაქი - შედევრები ლუვრის კოლექციიდან
- (04.04.2008 - 15.06.2008) ოსმალური კალიგრაფია საქიფ საბანჯის მუზეუმიდან სევილიის ალკასარში
- (20.09.2008 - 01.02.2009) სალვადორ დალი: სიურეალისტი სტამბულში
- (16.04.2009 - 30.06.2009) მოგზაურობა დასავლეთში: თურქული მხატვრობის 70 წელი
- (14.05.2009 - 02.08.2009) ლისაბონი: მოგონებები სხვა ქალაქიდან
- (10.08.2009 - 20.08.2009) დინება
- (09.09.2009 - 01.11.2009) იოზეფ ბოისი და მისი სტუდენტები: ნამუშევრები Deutsche Bank-ის კოლექციიდან
- (19.11.2009 - 20.03.2010) ვენეცია და სტამბოლი ოსმალური პერიოდის დროს: სიყვარული ნებისმიერი სხვა სახელით
- (15.04.2010 - 27.06.2010) საზღვრების გადალახვა ფუნჯითა და კალმით: აღმოსავლური და დასავლური კალიგრაფიის შერჩეული ნამუშევრები
- (05.06.2010 - 26.09.2010) ლეგენდარული სტამბული: ბიზანტიონიდან სტამბოლამდე, დედაქალაქის 8000 წელი
- (05.11.2010 - 13.03.2011) აღა-ხანის მუზეუმის საგანძური
- (11.11.2010 - 09.01.2011) ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის გამოფენა "Jameel Prize 2009"
- (23.05.2011 - 30.10.2011) გარშემო: კიკლადები და დასავლეთ ანატოლია ძვ.წ. III ათასწლეულის განმავლობაში
- (17.09.2011 - 31.12.2011) SSM მასპინძლობს სოფი კალს „ბოლო და პირველი ჯერისთვის“-ით
- (22.02.2012 - 10.06.2012) "სადაც სიბნელე შუქს ხვდება..." რემბრანდტი და მისი თანამედროვეები: ჰოლანდიური ხელოვნების ოქროს ხანა
- (30 მაისი - 22 სექტემბერი 2013) მარაო წარსულიდან აწმყომდე
- (29 ივნისი 2012 - 16 სექტემბერი 2012) CoBrA - თავისუფალი ხელოვნების 1000 დღე
- (9 ოქტომბერი 2012 - 6 იანვარი 2013) მანეს ბაღი
- (25 აპრილი - 11 აგვისტო 2013) ორიენტალიზმის 1001 სახე
- (10 სექტემბერი 2013 - 2 თებერვალი 2014) ანიშ კაპური სტამბულში
- (19 იანვარი - 13 აპრილი 2014) შედევრები SSM-ის კოლექციებიდან ბაჰრეინში "ისლამური კალიგრაფიის ხუთასი წელი"
- (7 მარტი - 15 ივნისი 2014) შორეული მეზობლის ახლო მოგონებები: თურქულ-პოლონური ურთიერთობების 600-ე წლისთავი
- (29 აპრილი - 10 აგვისტო 2014) „საქიფ საბანჯის პორტრეტი“ – ქუთლუღ ათამანი
- (23 სექტემბერი 2014 - 8 მარტი 2015) ჟოან მირო. ქალები, ფრინველები, ვარსკვლავები
- (9 აპრილი 2015 – 26 ივლისი 2015) „ბულუშმა... შეხვედრა“
მნიშველოვანი შემომავალი გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიკასო სტამბოლში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„პიკასო სტამბოლში“ იყო პირველი დროებითი გამოფენა, რომელიც წარმოადგენდა პაბლო პიკასოს 135 არაგამოფენილი ნამუშევრის კოლექციას. იყო 20 ნახატი, რომლებიც შეარჩია მხატვრის შვილიშვილმა, ბერნარდ რუის-პიკასომ, სხვადასხვა პერიოდიდან, რომლებიც პიკასომ თავისთვის შეინარჩუნა და პიკასოს ოჯახის კერძო კოლექციის ნაწილი იყო. სხვა ნაწარმები მოვიდა პიკასოს მუზეუმებიდან ბარსელონაში, მალაგაში, ესპანეთში და პარიზში. შოუში ასევე წარმოდგენილი იყო სკულპტურები, კერამიკა და ტექსტილი, ისევე როგორც პიკასოს მიერ გადაღებული ფოტოები და მხატვრის ფოტოები, გადაღებული ცნობილი ფოტოგრაფების მიერ. შოუს, რომელიც იმართებოდა 2005 წლის 24 ნოემბრიდან 2006 წლის 26 მარტამდე, ეწვია 250,000-ზე მეტი ადამიანი.[4]
ოსტატი მოქანდაკე როდენი სტამბულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მნიშვნელოვანი დროებითი გამოფენა მუზეუმში მიეძღვნა ოგიუსტ როდენს სათაურით "ოსტატი მოქანდაკე როდენი სტამბოლში", რომელიც წარმოადგენდა მოქანდაკეობის ხელოვნების დიდი ოსტატის შერჩეულ ნამუშევრებს. 203 ხელოვნების ნიმუში იყო გამოფენილი 2006 წლის 13 ივნისიდან 2006 წლის 3 სექტემბრამდე, რომლებიც მოვიდა პარიზის როდენის მუზეუმიდან, საფრანგეთიდან. შოუმ უმასპინძლა როდენის შედევრებს, როგორებიცაა „მოაზროვნე“, „კოცნა“, „კალეს ბურჟუები“, „ბალზაკის ძეგლი“, „მავალი კაცი“, „ჯოჯოხეთის კარიბჭიდან“ და თითქმის ას სხვა სკულპტურას მარმარილოში, ბრინჯაოსა და გიფსში, აგრეთვე 58 ნახატი, 23 არქივული ფოტოსურათი და 19 ანტიკური სტილის ქანდაკება როდენის კერძო კოლექციიდან. როდენის მუზეუმის ნებართვით, მცირემხედველ ადამიანებს შეეძლოთ 14 ქანდაკების შეხება, რომლებსაც ჰქონდათ ბრაილის ალფაბიტის ეტიკეტები. ბრინჯაოს ცხენის ქანდაკებამ მუზეუმის წინა ბაღში, რომელმაც სასახლეს 1952 წლიდან მისი სახელი მისცა, დროებით ადგილი გაუთავისუფლა როდენის „ძეგლს ვიქტორ ჰიუგოსადმი“ გამოფენის გამო.[5]
ჩინგიზ-ყაენი და მისი მემკვიდრეები, დიდი მონღოლური იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის მესამე მთავარი დროებითი გამოფენა, რომელიც იმართებოდა 2006 წლის 7 დეკემბრიდან 2007 წლის 8 აპრილამდე, მიეძღვნა ჩინგიზ-ყაენს მონღოლური იმპერიის დაარსების 800-ე წლისთავთან დაკავშირებით.[6] სათაურით „ჩინგიზ-ყაენი და მისი მემკვიდრეები, დიდი მონღოლური იმპერია“, მან წარმოადგინა 600 ნაწარმი გერმანიის, ავსტრიის, მონღოლეთისა და თურქეთის მთავარი მუზეუმებიდან, რომელთაგან ზოგიერთი საზოგადოებამ პირველად იხილა.
აბიდინ დინოს სამყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის 24 ნოემბრიდან 2008 წლის 27 იანვრამდე მუზეუმი მასპინძლობდა ცნობილი თურქი მხატვრის აბიდინ დინოს ნამუშევრებსა და დოკუმენტებს, მრავალმხრივი მხატვრისა და კულტურის ადამიანისას, რომელიც გარდაიცვალა 1993 წელს. ყოვლისმომცველი გამოფენა მოიცავდა მის ნახატებსა და ნაწერებს ფოტოებთან და დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც აღწერდნენ სხვადასხვა პერიოდებს მისი 80 წლის ცხოვრებას თურქეთში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.[7]
სტამბოლი, ისპაანი, დელი - ისლამური ხელოვნების სამი დედაქალაქი - შედევრები ლუვრის კოლექციიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 19 თებერვლიდან 1 ივნისამდე მუზეუმმა გამოფინა დაახლოებით 220 ობიექტი პარიზის ლუვრის მუზეუმის ისლამური ხელოვნების განყოფილებიდან.შერჩეული ნამუშევრები წარმოადგენს საერთო და განსხვავებულ ხელოვნების მიმართულებებს ისტორიული ურთიერთობების კულტურულ ასახვაში ოსმალებს (1299–1923), ირანის სეფევიდების დინასტიასა (1501–1722) და ინდოეთის სუბკონტინენტზე მდებარე დიდ მოგოლთა იმპერიას (1526–1858) შორის, რომლებიც ყველა იზიარებდნენ თემურიდების დინასტიის (1396–1510) კულტურულ მემკვიდრეობას, რომლებიც ოდესღაც ფლობდნენ ფართო ირანის მთიანეთს.[8]
ლეგენდარული სტამბული - ბიზანტიონიდან სტამბულამდე: დედაქალაქის 8000 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტამბოლის 2010 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქად არჩევის აღსანიშნავად, SSM მასპინძლობს გამოფენას სათაურით „ბიზანტიონიდან სტამბულამდე: დედაქალაქის 8000 წელი“. გამოფენა, რომელიც გამოფენილი იყო 2010 წლის 5 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, წარმოადგენდა სტამბულის უბადლო ისტორიას მისი დაარსებიდან დღემდე 500-ზე მეტი ნამუშევრით, რომელთაგან ზოგიერთი არის აღმოჩენები ენიქაფის გათხრებიდან, რომელიც ჩატარდა მარმარაის პროექტის ფარგლებში და 8000 წლით უკან გვაბრუნებს.[9]
აღა-ხანის მუზეუმის საგანძური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 5 ნოემბრიდან 2011 წლის 13 მარტამდე აღა-ხანის მუზეუმის კოლექცია ეწვია საქიფ საბანჯის მუზეუმს სტამბოლში, თურქეთში. გამოფენა სათაურით „აღა-ხანის მუზეუმის საგანძური“, გაიმართა სტამბული 2010 - ევროპის კულტურის დედაქალაქის ფარგლებში. ეს იყო გამოფენა, რომელმაც ერთად გააერთიანა დაწერილი ტექსტის ნიმუშები სხვადასხვა ობიექტებზე (კერამიკა, ხე, ლითონის ნაკეთობები, ქსოვილები და ა.შ.) მათ შესატყვისებთან ერთად პერგამენტსა და ქაღალდზე. გამოფენის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ როგორ განვითარდა წიგნის ხელოვნება კალიგრაფიაში, ილუმინაციასა და ილუსტრაციაში დროთა განმავლობაში ისლამურ სამყაროში.
კიკლადები და დასავლეთ ანატოლია ძვ.წ. III ათასწლეულის განმავლობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა სათაურით „გარშემო - კიკლადები და დასავლეთ ანატოლია ძვ.წ. III ათასწლეულის განმავლობაში“ შედგებოდა არტეფაქტებისგან სხვადასხვა თურქული მუზეუმებიდან, ისევე როგორც ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმიდან და ნ. პ. გულანდრისის ფონდის კიკლადური ხელოვნების მუზეუმიდან. გამოფენაზე განხილული იყო ანატოლიასა და ეგეოსის ზღვის მეზობელ კიკლადის კუნძულებს შორის არსებული ურთიერთობები, რამაც ორმხრივი გავლენა გამოიწვია და ორი კულტურა შექმნა, რომლებიც მართალია მრავალი თვალსაზრისით მსგავსი იყო, თუმცა გამორჩეული რეგიონალური მახასიათებლებით მაინც შენარჩუნებული ჰქონდა.
სოფი კალე: „ბოლო და პირველი ჯერისთვის“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენაში მხატვარმა თავისი უნიკალური თვალსაზრისით განიხილა როგორც მხედველობა შეზღუდული ადამიანების ბოლო „ხედვები“, ისე „სტამბულის მაცხოვრებლები, რომლებსაც არასოდეს ენახათ ზღვა“ - თემა, რომელმაც აკადემიური და ხელოვნების სამყაროს მრავალი წარმომადგენლის ინტერესი გამოიწვია.
სადაც სიბნელე შუქს ხვდება... რემბრანდტი და მისი თანამედროვეები - ჰოლანდიური ხელოვნების ოქროს ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა აღნიშნავს თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 400 წელს და წარმოადგენს ნამუშევრებს რეიხსმუზეუმიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კერძო კოლექციიდან, რომლებიც პირველად იმართება თურქეთში. რემბრანდტის გარდა, გამოფენამ წარმოადგინა სულ 110 ნამუშევარი; 73 ნახატი, 19 ნახაზი და 18 ობიექტი 59 მხატვრისგან, მათ შორის ჰოლანდიური ხელოვნების მთავარი წარმომადგენლების შემოქმედებიდან. გარდა ამისა, გამოფენამ წარმოადგინა იან ვერმეერის ნახატი „სასიყვარულო წერილი“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცნობ ფიგურად რჩებოდა და მისი ნამუშევრები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვა მხატვრებს მიეწერებოდა.
Cobra - უფასო ხელოვნების 1000 დღე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა წარმოადგენდა Cobra მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ნამუშევრების ფართო შერჩევას, რომელმაც ჩამოაყალიბა XX საუკუნის მეორე ნახევრის სამხატვრო გარემო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო Cobra-ს მხატვრების 60-ზე მეტი ნამუშევარი.
მონეს ბაღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა შედგებოდა იმ მხატვრის გვიან პერიოდის ნამუშევრებისგან, რომელმაც იმპრესიონისტულ მოძრაობას მისი სახელი მისცა; მათ შორის იყო კლოდ მონეს სახლის სურათები ჟივერნის ბაღში, ბაღის სცენები, წყლის შროშანები და მისი ცნობილი იაპონური ხიდის ნახატები. გარდა ამისა, გამოიფინა მონესა და მისი მეუღლის კამილის ხელმოწერილი პორტრეტები ოგიუსტ რენუარის ნამუშევრებიდან, პირადი ნივთები და ფოტოგრაფიები. გამოფენამ მიმოიხილა მონეს ინოვაციური მიდგომები მხატვრული კარიერის განმავლობაში, რომელიც XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე გაგრძელდა, და ტრადიციის უარყოფა, რომელმაც შთააგონა ახალგაზრდა მხატვრები 1940-იანსა და 50-იან წლებში.
ორიენტალიზმის 1001 სახე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა შეისწავლიდა XIX საუკუნის ორიენტალიზმს და აანალიზებდა მის გავლენას ისეთ მრავალფეროვან სფეროებზე, როგორიცაა ლიტერატურა, არქეოლოგია, ხატვა, არქიტექტურა, საყოველთაო გამოფენები, ფოტოგრაფია და მოდა. გამოფენაზე „ორიენტალიზმის 1001 სახე“ წარმოდგენილი იყო იშვიათი წიგნები, ფოტოსურათები არქეოლოგიური გათხრების ადგილებიდან, ოსმალური არქიტექტურის ნიმუშები, ინტერიერის და სცენის დეკორაციები, კოსტიუმები, სტუდიური ფოტოგრაფიები და სუვენირები.
მარაო წარსულიდან აწმყომდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენამ ხელოვნების მოყვარულებს წარუდგინა ნურჯან არტამის, Artam Antik INC.-ის აღმასრულებელი დირექტორის, კერძო კოლექცია, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 120 იშვიათი მარაოსგან, რომლებიც თარიღდება 1720-დან 1900 წლამდე პერიოდით, ასევე ზეთის ფერწერული ნახატებისგან, რომლებიც ასახავს მარაოს მნიშვნელობას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქსესუარის, ტანსაცმლის ისტორიაში.
ანიშ კაპური სტამბულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა, რომლის კურატორიც იყო სერ ნორმან როზენთალი, იყო პირველი, რომელიც ფოკუსირებული იყო ანიშ კაპურის ქვის სკულპტურებზე მარმარილოში, ალაბასტერსა და სხვა მასალებში, რომელთა უმრავლესობა ადრე საჯაროდ არ ყოფილა გამოტანილი. გამოფენა ასევე მოიცავდა ემბლემურ ნამუშევრებს, როგორიცაა Sky Mirror და Yellow , რომლებიც აერთიანებდნენ სკულპტურას, არქიტექტურას, ინჟინერიას და ტექნოლოგიას.
შორეული მეზობელი, ახლო მოგონებები: თურქულ-პოლონური ურთიერთობების 600 წლისთავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა მოიცავდა პერიოდს, რომელიც იწყებოდა XV საუკუნის პირველი ნახევრიდან და გრძელდებოდა ვაჭრობის, მშვიდობისა და ომების მეშვეობით XVII საუკუნის ბოლომდე, როდესაც ვენის მეორე ალყა გახდა გადამწყვეტი წერტილი არა მხოლოდ თურქეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობებში, არამედ ევროპის ისტორიაშიც. გამოფენა გაიხსნა თურქეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების პატრონაჟით, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით. ექსპონატები ნასესხები იყო პოლონეთის მუზეუმების, არქივების, ბიბლიოთეკების, მონასტრებისა და ეკლესიების კოლექციებიდან, სულ 348 ექსპონატი.
საქიფ საბანჯის პორტრეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიდეო ინსტალაცია სახელწოდებით „საქიფ საბანჯი“ ქუთლუღ ათამანისგან, არის გარდაცვლილი თურქი ინდუსტრიალისტის პორტრეტი, რომელიც საქიფ საბანჯის ოჯახმა 2011 წელს, გამოჩენილი ფილანტროპის გარდაცვალებიდან 10 წლის თავთან დაკავშირებით შეუკვეთა. ნამუშევარი, რომელიც შედგება იმ ათასობით ადამიანის ფოტოსაგან ვინც რაიმე ფორმით შეეხო საქიფ საბანჯის ცხოვრებას, ასახავს ბიზნესმენის აზრებს ადამიანებზე, ცხოვრებასა და ხელოვნებაზე, ასევე მის ენერგიას. ამავე დროს, ნამუშევარი ხაზს უსვამს და მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ არსებობას, რომელიც ფაქტობრივად სამუდამოდ გაგრძელდება. ქუთლუღ ათამანმა შექმნა ეს ნამუშევარი, რომელიც წარმოადგენს დუმილის წუთს საქიფ საბანჯის საპატივსაცემოდ და ხაზს უსვამს მის წვლილს თურქეთში ტექნოლოგიების განვითარებაში. ათამანმა გამოიყენა უახლესი ტექნოლოგია ამ ნამუშევრის შექმნისას, სადაც „ნედლეული, როგორც მთლიანობა, არის ადამიანი“. ნამუშევარი მოწვეულ იქნა ვენეციის 56-ე ბიენალეს არსენალეს სექციაში გამოსაფენად, სახელწოდებით „მთელი მსოფლიოს მომავალი“, სადაც ის გამოფენილი იყო 2015 წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე.
ჟოან მირო. ქალები, ფრინველები, ვარსკვლავები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენა ფოკუსირებული იყო ინოვაციური და მრავალმხრივი მხატვრის სიმწიფის პერიოდზე, რომელიც მიროს ქალის, ჩიტისა და ვარსკვლავების თემებზე იყო წარმოდგენილი, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის გეოგრაფიასა და ადამიანებზე დაკვირვებით იყო შთაგონებული. გამოფენამ მაყურებელს მისცა შესაძლებლობა გაეგო მხატვრის სიმბოლური ენა სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრების მდიდარი შერჩევის მეშვეობით, როგორიცაა ზეთი ტილოზე, სკულპტურა, ლითოგრაფია და კერამიკა. ამ გამოფენით სტამბულის ხელოვნების მოყვარულებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ მოწმენი იმ ენერგიის სხვადასხვა ინტერპრეტაციებისა, რომელსაც მხატვარი იღებდა ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან. „ჟოან მირო. ქალები, ფრინველები, ვარსკვლავები“ შედგებოდა სულ 125 ნამუშევრისგან - ზეთისა და აკრილის ფერწერა, ლითოგრაფიები, ოფორტები და ასამბლაჟები შესაბამისი მოდელებითა და ნახატებით, ასევე მისი ტექსტილისა და კერამიკის ნამუშევრები.
გამავალი გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმალური კალიგრაფია საქიფ საბანჯის მუზეუმიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქიფ საბანჯის მუზეუმის კალიგრაფიის კოლექციის შერჩეული ნამუშევრები გამოიფინა სევილის ალკასარში, 2008 წლის 4 აპრილიდან 15 ივნისამდე. გამოფენა, რომელიც მოჰყვა მადრიდის Real Academia de Bellas Artes de San Fernando-ში გამართულ გამოფენას „ოქროს ხაზები: ოსმალური კალიგრაფია საქიფ საბანჯის მუზეუმიდან“, შეიცავდა შესანიშნავ ნიმუშებს, რომლებიც აჩვენებდა ოსმალური კალიგრაფიის ხელოვნების განვითარებას 500 წლის მანძილზე. დიდი ოსმალური ეპოქის კალიგრაფების, მათ შორის შეიხ ჰამდულლაჰის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ისლამური არქიტექტურის გავლენის მქონე მნიშვნელოვან ადგილას, სევილის ალკასარში, რომელიც აშენდა ალმოჰადების დროს.[10]
digitalSSM: ხელოვნების ყოვლისმომცველი ციფრული არქივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]digitalSSM დაარსდა 2013 წელს, SSM-ის მე-10 წლისთავის აღსანიშნავად და დამტკიცდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ყოვლისმომცველი პროექტი, რომელიც მუზეუმმა ჩაიფიქრა. პროექტი სხვადასხვა წარმომავლობის მაყურებლებს, როგორიცაა აკადემიკოსები, ხელოვნების ისტორიკოსები, ხელოვნების მწერლები და კრიტიკოსები, კოლექციონერები და სტუდენტები, აძლევს წვდომას მუზეუმის კოლექციაზე 77,000-ზე მეტი მაღალი გარჩევადობის სურათის საშუალებით.
როგორც პირველი ციფრული პლატფორმა თურქეთში, რომელიც მოიცავს მუზეუმის მთელ მუდმივ კოლექციას, digitalSSM-ს ასევე აქვს პირველხარისხოვანი როლი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. პლატფორმა შეიცავს მთელ საინფორმაციო შინაარსს, რომელიც დაკავშირებულია SSM-ის წიგნისა და კალიგრაფიის ხელოვნების კოლექციის, ფერწერის კოლექციის, აბიდინ დინოს არქივისა და ემირგანის არქივის ექსპონატებთან.
პროგრამული უზრუნველყოფის "CONTENTdm"-ის საშუალებით, digitalSSM უზრუნველყოფს წვდომას მუზეუმის კოლექციასა და არქივზე მთელი მსოფლიოდან და სთავაზობს ძიების შესაძლებლობას გაუმჯობესებული ძრავის მეშვეობით.
ღია წვდომის პოლიტიკის თვალსაზრისით, მთელი კოლექცია და არქივი ღიაა გამოსაყენებლად რეგისტრაციის ან გადასახადის რაიმე მოთხოვნის გარეშე. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მკვლევარების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია საავტორო უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით.
კოლექციის ექსპონატების მაღალი რეზოლუციის სურათების გარდა, digitalSSM მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, როგორიცაა მხატვარი, თარიღი, ზომა, მასალა, ტექნიკა, მდებარეობა და წინა მფლობელი. საიტის მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დაამატონ სურათები, რომელთა გადახედვაც მათ მომავალში სურთ.
ყველაზე ყოვლისმომცველი შინაარსი პლატფორმაზე ეკუთვნის წიგნისა და კალიგრაფიის ხელოვნების კოლექციას, და მაღალი რეზოლუციის სურათები, რომლებიც მაყურებელს საშუალებას აძლევს შეისწავლოს კოლექციის ყველა ნაწილი, წარმოდგენილია აკადემიურ კვლევებთან ერთად. მათ შორის ყურანის გამოცემა, რომელიც ასახავს ცნობილი სასამართლოს გილდერ კარა მემის სტილს, სულეიმან I-ის ეპოქიდან (1520-1566); ყურანის ერთადერთი გამოცემა, რომელიც ჩაწერილია ბაიაზიდ II-ის (1481-1512) მემკვიდრის შეჰზადე ქორქუთის მიერ; და ყურანის გამოცემა, რომელიც ჩაწერილია ცნობილი კალიგრაფის ჰაფიზ ოსმანის მიერ 1682 წელს, მოიძებნება digitalSSM-ის კოლექციაში.
საკვები და სასმელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლიდან, დაჯილდოებულ თურქულ რესტორან Changa-ს აქვს ფილიალი მუზეუმში „Müzedechanga“. შუშით გარშემორტყმული ადგილი, ჟურნალ Wallpaper-ის 2007 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე რესტორნის პრიზის მფლობელი, გვთავაზობს კონკრეტული, მაგრამ გემრიელი საერთაშორისო კერძების მენიუს, კოორდინირებული ცნობილი ახალ ზელანდიელი შეფ-მზარეულის პიტერ გორდონის მიერ.[11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქიფ საბანჯის მუზეუმი
- ციფრული ბიბლიოთეკა
- საქიფ საბანჯის მუზეუმი
- 80 სურათი რამდენიმე გამოფენიდან
- საბანჯის უნივერსიტეტი
- მუზეუმისა და შენობის სურათები და ინფორმაცია, ArchNet-დან
- საქიფ საბანჯის მუზეუმის ვირტუალური ტური Google Arts & Culture-ის მიერ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - About SSM - History დაარქივებული 2008-09-25 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Collection დაარქივებული 2008-04-23 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Exhibitions დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Past Exhibitions - Picasso in Istanbul დაარქივებული 2010-06-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Past Exhibitions - Master Sculptor Rodin in Istanbul დაარქივებული 2010-06-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Past Exhibitions - Genghis Khan and His Heirs, The Great Mongol Empire დაარქივებული 2010-06-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Past Exhibitions - The World of Abidin Dino დაარქივებული 2010-06-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Past Exhibitions - Istanbul, Isfahan, Delhi Three Capitals of Islamic Art Masterpieces from the Louvre Collection დაარქივებული 2008-04-29 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - Current Exhibitions - Legendary Istanbul - From Byzantion to Istanbul: 8000 Years of A Capital დაარქივებული 2010-07-26 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Sakıp Sabancı Museum Web Site - SSM Abroad - Ottoman Calligraphy from Sakıp Sabancı Museum დაარქივებული 2010-06-10 საიტზე Wayback Machine.
- ↑ müzedechanga დაარქივებული 2008-05-06 საიტზე Wayback Machine.
