შინაარსზე გადასვლა

საქარის მევენახეობის საცდელი სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმირ სტაროსელსკის სახელობის საქარის მევენახეობის საცდელი სადგური — დაარსდა 1890 წელს, როგორც ამერიკული ვაზის სადედე ვლადიმირ სტაროსელსკის მიერ. 1901 წელს ეწოდა საქარის მევენახეობის საცდელი სადგური. ჰქონდა განყოფილებები: მევენახეობის, აგროტექნიკისა და ვაზის სელექციის, ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიურის, მეხილეობის, მცენარეთა დაცვისა და ღვინის ტექნოლოგიის სექტორები. მექანიზაციის ჯგუფი. კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა იმერეთის პირობებში სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ვაზის პექსპექტიული ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა და გამოვლენა. ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგიური დამუშავება და სრულყოფა. ჰქონდა 3 საყრდენი პუნქტი (ჩოხატაურის, ცხაკაიას (ამჟამად სენაკი), ამბროლაურის), 3 ექსპერიმენტული ბაზა, ბიბლიოთეკა. გამოსცემდა „შრომებს“.