საქართველო X-XI საუკუნეებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Sameba 16.jpg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო X-XI საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო X საუკუნის ბოლოს XI საუკუნის დასაწყისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით III კურაპალატის გამოსახულება ოშკის ტაძარში
ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე
ბედიის ტაძარი, სადაც დაკრძალულია ბაგრატ III

ივანე მარუშის ძე აფხაზეთის მეფის ერისთავი იყო. მან კარგად იცოდა რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყო ბაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. დავითი შესანიშნავი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყო. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III. დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო , ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვლი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.

975 წელს დავით კურაპალატმა შეკრიბა ჯარი და შიდა ქართლში შევიდა. გაიგეს თუ არა მისი მოსვლა , კახელებმა სასწრაფოდ დატოვეს ქართლი. დავითმა შეკრიბა უფლისიხეში ქართლის აზნაურობა და განუცხად რომ ბაგრატ III არის მისი შვილი და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. დავითმა ქართლის მმართველად ბაგრატი დატოვა მეურვედ კი მისი მამა გურგენი დაუნიშნა. ქართლის აზნაურობა არ აპირებდა ასე მარტივად დამორჩილებოდნენ ბაგრატს. როდესა დავითმა დატოვა ქართლი, ქართლის აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის ქორეპისკოპოს და ქართლის დაკავება შესთავაზეს. კახელებმა მართლაც ილაშქრეს ქართლში, დაიკავეს უფლისციხე . ტყვედ იგდეს ბაგრატ III, მისი მამა გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. როგორც კი გაიგო ქართლის დაკავების ამბავი დავითმა , ჯარით დაიძრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ. კახელებმა ვერც ამჯერად გაბედეს დავითთნ დაპირისპირება და ქართლი დატოვეს. ამავე პერიოდში დაიძაბა ვითარება დასავლეთ საქართველოში. უსინათლო თეოდოსის მმართველობამ აფხაზეთში შფოთი და არეულობა მოიტანა. ასეთ ვითარებაში ისევ ივანე მარუშის ძის ინიციატივით გადაწყდა რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატ III გამხდარიყო. 978 წელს ქუთაისში ბაგრატი აფხაზთა მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ტაოში გაგზავნეს. ბაგრატმა მიიღო მეფე აფხაზთა ტიტული.

დავით კურაპალატის სახელი ცნობილი იყო არა მხოლოდ საქართველოში არამედ ბიზანტიაშიც. 979 წელს ბიზანტიის საიმპერატორო კარი , იძულებული გახდა თავისი აჯანყებული სარდლის , ბარდა სკლიაროსის , წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება დავითისთვის ეთხოვა. დავითმა 12 000-იანი არმია გაგზავნა თორნიკე და ჯოჯიკის სარდლობით.ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს აჯანყებულთა წინააღმდეგ. სანაცვლოდ ბიზანტიამ დავითს ახალი მიწები უბოძა. ოღონდ ეს ტერიტორიები დავითის გარდაცვალების შემდეგ კვლვ ბიზანტიას დაუბრუნდებოდა.

ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლში აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გალაშქრება. 987 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო. ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა. აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობების რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა.დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილ II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა . ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხადა და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა. მიუხედავად ყველაფრისა, დავითს გული მაინც არ გაუტეხავს. ის სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა თავისი სამფლობელოების გაფართოებისთვის და საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის.

ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული.ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა. ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა , ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა. ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოს დამარცხებას ნიშნავდა. დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კურაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც ბაგრატ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა ” მეფე აფხაზთა და ქართველთა”. 1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთის შემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შეძლო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო. ბაგრატ III უკვე იწოდებოდა ”მეფე აფხაზთა , ქართველთა,რანთა და კახთა”

საქართველოს გაძლიერება არ სურდათ საქართველოს მეზობლებს. საქართველოს გაერთიანებას ხელს უშლიდა განძის ამირა. ამირამ კახეთ-ჰერეთზე რამდენიმეჯერ მარბიელი ლაშქრობა მოაწყო. ქვეყანა ააწიოკა და მოსახლეობა გაძარცვა. ბაგრატ III-მ საპასუხო ლაშქრობა მოაწყო და დასაჯა გათამამებული ამირა. ბაგრატ III-მ შესძლო მთელი საქართველოს გაერთიანება. მხოლოდ თბილისის საამირო და ქვემო ქართლი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში. 1014 წელს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში არის დაკრძალული.