საქართველო (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი).

„საქართველო” — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა 1908 წელს თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი — ვ. გუნია. აშუქებდა საქართველოს ეროვნულ საკითხებს. თანამშომლობდნენ ვ. წერეთელი, მ. წერეთელი, მ. ჯანაშვილი, დ. დეკანოზიშვილი და სხვები. იბეჭდებოდა ა. წერეთლის, ნ. ლორთქიფანიძის, ს. შანშიაშვილის, ი. გრისაშვილის და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები. ოსკარ შმერლინგის, დ. კაკაბაძის, ს. შანშიაშვილის, ა. გოგიაშვილისა და სხვათა კარიკატურები და სურათები. დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]