შინაარსზე გადასვლა

საქართველო-ვანუატუს ურთიერთობები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო-ვანუატუს ურთიერთობები
Map indicating locations of Georgia and Vanuatu

საქართველო

ვანუატუ

2013 წლის 12 ივლისს საქართველომ და ვანუატუმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რომლის მიხედვითაც ვანუატუ სცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გარდა რუსეთისა, სეპარატისტული რეგიონები აღიარებული იქნა ნიკარაგუის , ვენესუელის , ნაურუს , ტუვალუს და ვანუატუს მიერ.[1]

2013 წლის მარტში ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთის რესპუბლიკასთან. მაისში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ვანუატუს პრემიერ-მინისტრს, მოანა კარკასეს კალოსილს, შეხვედრა მოხდა ჩიანგ-მაიში.

2011 წლის ივნისში ვანუატუს სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დონალდ კალპოკასმა კატეგორიულად უარყო, რომ აფხაზეთი აღიარებულია ვანუატუს მიერ.[2] „ვანუატუს რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის რეგიონებს — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს / სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიად“ — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.[3]

  1. „Abkhazia Is Recognized — by Nauru“. The New York Times. December 15, 2009.
  2. „Vanuatu's Unsteady Abkhaz Recognition“. Civil Georgia. June 7, 2011.
  3. „Georgia, Vanuatu Establish Diplomatic Ties“. Civil Georgia. July 15, 2013.