საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობის შესახებ.

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები (1993-2001 წლებში საქართველოს 18 წლამდე ნაკრები) 1993 წლიდან გამოდის საერთაშორისო არენაზე. 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა: ჯგუფში ესპანეთთან, იტალიასთან და ირლანდიასთან მოხვდა და ამ უკანასკნელთან აღებული ერთი ქულით დაამთავრა გამოსვლა. 2013 წელს უკვე 19 წლამდე ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ საფრანგეთთან აიღო ერთი ქულა და ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

2017 წელს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა. მასპინძლის რანგში მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მოიგო ერთი მატჩი, წააგო ორი და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ევრო 2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილი გუნდი გბ გბ +/-
1 პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3 2 1 0 5 3 2 7
2 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 3 2 0 1 5 3 2 6
3 საქართველოს დროშა საქართველო 3 1 0 2 2 4 (-2) 3
4 შვედეთის დროშა შვედეთი 3 0 1 2 4 6 (-2) 1


2 ივლისი 2017
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0 – 1 პორტუგალიის დროშა პორტუგალია თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი, გორი, საქართველო
მაყურებელი: 4 156
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)
რუი პედრო გოლი 66' პენ.

5 ივლისი 2017
17:30
საქართველოს დროშა საქართველო 2 – 1 შვედეთის დროშა შვედეთი მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 8 300
მსაჯი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)
გიორგი კოხრეიძე გოლი 3';

გიორგი ჩაკვეტაძე გოლი 31'.

ვიქტორ გიოკერსი გოლი 47'.

8 ივლისი 2017
20:00
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 2 – 0 საქართველოს დროშა საქართველო მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 25 154
მსაჯი: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია)
ონდრეი შაშინკა გოლი 45+1';

ფილიპ ჰაველკა გოლი 71'.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]