საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია - წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

ფედერაციის საქმიანობის მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- საქართველოში სპორტულ (კროლი, ბრასი, გულაღმა, ბატერფალი) ცურვასთან ერთად, მსოფლიოში გამორჩეული, ქართული სტილით ცურვის (სპორტული ყაიდა – «ლაზური” ანუ «თავისუფალი კოლხური», სამხედრო–საწვრთნელი ყაიდა – მხედრული კოლხური და სავარჯიშო–საწვრთნელი ყაიდები: «ოკრიბულა», «აფხაზური», «იბერიული», «ქიზიყური», «ხაშურული», «თახვია») და ეროვნული საწყლოსნო სპორტული თამაშობების (მენჩურუა ანუ წყალრკინება) განვითარება და პროპაგანდა.

- სპორტული ცურვის (კროლი, ბრასი, გულაღმა, ბატერფალი) შემსწავლელი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ამოქმედება და მათში დამატებით „ლაზურით“და „მხედრული კოლხურით“ ცურვის შესწავლა.

- სპორტულ ცურვაში (კროლი, ბრასი, გულაღმა, ბატერფალი, ლაზური) მაღალი რანგის სპორტსმენთა აღზრდის, მომზადების დონისა და ხარისხის სრულყოფის მიზნით, მათი ვარჯიშისა და მომზადების პროცესში ქართული სტილით ცურვის სავარჯიშო–საწვრთნელი ყაიდებისა და სპორტული ტანვარჯიშის კოლხურ–იბერიული კომპლექსის ფართოდ გამოყენება.

- სამხედროებსა (ქართულ ძალოვან სტრუქტურებში) და წყალმაშველებში (საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურებში) «მხედრული კოლხურით» ცურვის დანერგვა და გავრცელება. მსოფლიოში «მხედრული კოლხურით» ცურვის პოპულარიზაცია იმ განზრახვით, რომ პერსპექტივაში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები და საერთაშორისო შეჯიბრებები წყალმაშველებს, სამხედროებს და სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულ კოლხურით) ცურვაში.

- ეროვნულ პირველობაში, სხვა შეჯიბრებებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ კლუბის გუნდების მონაწილეობის უზრუნველყოფა.

- მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების შექმნა, ასევე, მწვრთნელებისთვის პერიოდულად კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება.

- სპორტის, ბიომექანიკისა და ჰიდროდინამიკის თეორიის ზოგადი კანონზო-მიერებების შესაბამისად „ლაზურისათვის“ ცურვის ტექნიკის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე დამუშავება და მისი ცურვის საერთაშორისო საზოგადოებებში ლობირება, რათა იგი იქნეს აღიარებული ცურვის საერთაშორისო სპორტულ ყაიდად, იმ განზრახვით, რომ პერსპექტივაში ცურვის ქართული სახეობა ლაზური ჩართული იქნეს კროლის, ბრასის, გულაღმას და ბატერფლაის მსგავსად მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში.

- ლაზურის (თავისუფალი კოლხურის), აგრეთვე მენჩურუას (წყალჭიდის) შემსწა-ვლელი მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნა და გამოცემა ქართულ, ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე.

- საქართველოსა (აფხაზეთი, სამეგრელო და სხვ.) და მის ფარგლებს გარეთ, თურქეთში (ლა¬ზეთი), ირანში (ფერეიდანი), აზერბაიჯანში (საინგილო) ცურვისა და სხვა საწყალოსნო ეროვნულ სახეობათა და თამაშობათა გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, აღდგენა, მათი დაცვა და პოპულარიზაცია.

- ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ქართული სტილით ცურვის უდავოდ დადებითად ზემოქმედების პრაქტიკიდან გამომდინარე, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ჯგუფების შექმნა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ემბლემა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]