შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (Georgian Farmers' Association - GFA) — ასოციაცია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2012 წელს. თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე. საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში დღეისთვის გაწევრიანებულია 1000-მდე ფერმერი. GFA ფერმერთა გაერთიანებების „ქოლგა“ ორგანიზაციას წარმოადგენს. ასოციაცია დღეს არა მარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებსაც და სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს თუ ასოციაციებსაც აერთიანებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, დონორთა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და უკვე წარმოადგენს საკმაოდ მძლავრ მაკოორდინებელ სტრუქტურას ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაინტერესებულ მხარეთა შორის.

2013 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გახდა Copa-Cogeca-ის პარტნიორი, რამაც საშუალება მისცა საქართველოს გამხდარიყო ერთ-ერთი ძლიერი და პრესტიჟული ევროპელ ფერმერთა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების გაერთიანების წევრი ქვეყანა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის შექმნა 2012 წლის ბოლოს განაპირობა ქვეყანაში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გატარებულმა აგრარულმა პოლიტიკამ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სახელმწიფოს და მის მოსარგებლეთა შორის არსებული სივრცის შესავსებად შეიქმნა და იგი ფერმერთა გაერთიანებების „ქოლგა“ ორგანიზაციას წარმოადგენს, რაც გაერთიანებათა გაერთიანებას გულისხმობს. ასოციაცია დღეს არა მარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებსაც აერთიანებს, რათა შემდეგ ინდივიდუალური წევრების გეოგრაფიულ თუ დარგობრივ ინტერესთა მიხედვით გაერთიანებას შეუწყოს ხელი.

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, დონორთა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და წარმოადგენს საკმაოდ მძლავრ მაკოორდინირებელ სტრუქტურას ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაინტერესებულ მხარეთა შორის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]