საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრები, ასპარეზობს ფედერაციის თასის ევროპა/აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში. ტურნირში მონაწილეობს 1994 წლიდან. ნაკრების შემადგენლობაში (2009 წლის მდგომარეობით) არიან ანა ტატიშვილი, მაკა ჩახნაშვილი, სოფია შაფათავა და მანანა შაფაქიძე. ფედერაციის თასის რეიტინგში საქართველოს მსოფლიოში 55-ე პოზიცია უკავია. ნაკრების კაპიტანი მისი ჩამოყალიბებიდან დღემდე ლალი ზერეკიძეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლიდან დღემდე საქართველომ რამდენიმეჯერ იასპარეზა ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში, მათ შორის ბოლოს - 2008 წელს.

ნაკრებმა ფედერაციის თასის გათამაშებაში პირველი შეხვედრა 1994 წლის 18 აპრილს ავსტრიაში გამართა, სადაც ტუნისის ნაკრები ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ერთეულთა თანრიგის შეხვედრებში გაიმარჯვეს ნინო ლუარსაბიშვილმა და ლეილა მესხმა, ხოლო წყვილთა თანრიგში მესამე ქულა საქართველოს მოუტანეს ნინო ლუარსაბიშვილმა და ვიქტორია ბახტაძემ. იგივე ტურნირის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებმა მოუგო უკრაინას და ზიმბაბვეს, ხოლო სლოვაკეთთან დამარცხდა.

1995-1997 წლებში ჩატარებულ 8 შეხვედრაში საქართველომ მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. 1998 წელს კი ნაკრებში პირველი შეხვედრა 15 წლის მაკა ჩახნაშვილმა ჩაატარა, რომელმაც ნინო ლუარსაბიშვილთან ერთად ზედიზედ 5 ნაკრების დამარცხება შეძლო. თუმცა 1999 წელს იგივე ჩოგბურთელებმა შეხვედრები სლოვენიის, პოლონეთის და ლუქსემბურგის გუნდებთან დათმეს.

2000 წელს გუნდში სალომე დევიძე და ნინო ესებუა გამოჩნდნენ. საქართველომ ჯერ იუგოსლავიასთან წააგო, შემდეგ კი ზედიზედ 4 მატჩი მოუგო - სომხეთს, ეგვიპტეს, კვიპროსს და ლიტვას.

2001 წელს ანგარიშით 3-0 მოგებული სამი შეხვედრის შემდეგ, საქართველო გათამაშების პირველ ჯგუფს დაუბრუნდა, სადაც 2002-2003 წლებში 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთ გამარჯვებას მიაღწია. საქართველოს ნაკრების დამარცხევაში 2003 წელს წვლილი შეიტანა იუგოსლავიელმა(ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე) ჩოგბურთელმა ელენა იანკოვიჩმა.

2004-2008 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 26-29 აპრილს საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა ანტალიაში (თურქეთი) ფედერაციის თასის ევროპა/აფრიკის ზონის მეორე ჯგუფის ტურნირში ლიტვასთან, ირლანდიასთან, პოლონეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან და ლატვიასთან ერთად. ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველომ წააგო ლიტვასთან ანგარიშით 1-2 და დაამარცხა ირლანდია ანგარიშით 2-1. ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომლის გამარჯვებული ევროპა/აფრიკის ზონის პირველი ჯგუფის საგზურს ეუფლებოდა, საქართველო პოლონეთთან დამარცხდა 0-3.

2006 წელს საქართველოს ნაკრებში მაკა ჩახნაშვილმა და ია ჯიქიამ იასპარეზა. გუნდის შემადგენლობაში ასევე მანანა შაფაქიძე და სოფიკო ქვაცაბაია ირიცხებოდნენ.

2007 წელს საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასის მორიგ ტურნირში მიიღო მონაწილეობას, რომელიც მავრიკის კუნძულებზე გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 8 ქვეყანამ მიიღეო, მათ შორის საქართველო, ალჟირი, ბოსნია და ჰერციგოვინა, ფინეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა და ნორვეგია.

ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 44 შეხვედრა ჩაატარა მაკა ჩახნაშვილმა, საიდანაც 25 მოიგო და 19 წააგო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]