საქართველოს სულიერი მისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს სულიერი მისიაზვიად გამსახურდიას 1990 წლის ნაშრომი.

ტერმინისა და ცნების წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „საქართველოს სულიერი მისია“ დაამკვიდრა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის კონცეპტუალურ ნაშრომში, რომელიც დაფუძნებულია ლექციაზე, წაკითხულზე „იდრიატის“ ფესტივალზე თბილისში (ფილარმონია, 2 მაისი, 1990 წელი).

ვიკიციტატა
„ისეთი ქმნილებები, როგორიც არის „ვეფხისტყაოსანი“, ოდები, დასავლეთში რაინდული რომანები, ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა, მაინც მინიშნებებს გვაძლევენ იმ ღრმა ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა იმჟამინდელ საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. კერძოდ ის, რომ “ვეფხისტყაოსანი“ და “ამირან-დარეჯანიანი“ საოცრად ენათესავება დასავლეთის რაინდულ რომანებს, თუმცა აქვთ თავისებური, უაღრესად ღრმად თავისებური სპეციფიკა. და აქ იკვეთება აგრეთვე ქართული კულტურის მისსია. ამ ნაწარმოებებში აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურის ტრადიციები მოცემულია ერთ მთლიანობაში. ქართული კულტურისა და საქართველოს მისსია კულტურული თვალსაზრისით არის სინთეზირება დასავლური და აღმოსავლური კულტურებისა და მათი მოცემა ერთ მთლიანობაში. ამიტომ არის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ისევე შეგვიძლია ჩავთვალოთ დასავლური ლიტერატურის კუთვნილებად, როგორც აღმოსავლურის. აქ გაყოფა და გათიშვა შეუძლებელია. ამიტომ არის რომ ფიტარეთი, ეს უდიდესი ძეგლი ქართული არქიტექტურისა, შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ქრისტიანული არქიტექტურის ნიმუშად, ასევე აღმოსავლური არქიტექტურის ნიმუშად. აქ დასავლური და აღმოსავლური კულტურული ელემენტები ყოველთვის ერწყმოდა ურთიერთს. ასე იკვეთება ჩვენთვის საქართველოს მისსია, ქართული კულტურის მისსია.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]