საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული კომისია — შეიქმნა 1953 წლის მაისში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კოლეგიის ნაცვლად. კომისია ამოწმებდა სკკპ წევრებისა და წევრობის კანდიდატების მიერ პარტიული დისციკლიინის დაცვას, პასუხისგებაში აძლევდა იმ კომუნისტებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით პარტიის პროგრამისა და წესდების, პარტიული და სახელმწიფო დისციპლინის, პარტიული მორალის დარღვევაში, განიხილავდა აპელაციებს საქართველოს კომპარტიის საოლქო, საქალაქო და რაიონული კომიტეტების გადაწყვეტილებათა გამო პარტიიდან გარიცხვისა და პარტიული სასჯელის შესახებ. კომისია შეისწავლიდა და აანალიზებდა პარტიული დისციპლინის განმტრიცებასა და პარტიული პოლიტიკის განხორციელებაში რესპუბლიკის კომუნისტთა პასუხისმგებლობის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომისიას ხელმძღვანელობდა თავმჯდომარე. მის შემადგენლობაში შედიოდნენ პარტიული კომისიის წევრები და ინსტრუქტორები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]