საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების რევოლუციური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების რევოლუციური პარტია1904 წლის აპრილში, საქართველოში დაფუძნებული ეროვნულ-ბურჟუაზიული პარტია. პარტიამ მოითხოვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა რუსეთის ბურჟუაზიულ-მემამულური სახელმწიფოსგან.[1] ძირითადად დაფუძნებული იყო გარეუბნებზე, პარტიის წევრები თითქმის მთლიანად იყვნენ გლეხები და წვრილი მემამულეები.[2] პარტიის პოლიტიკურ პროფილს ჰქონდა ზომიერი ნაციონალისტური მოთხოვნა ინტელიგენტების, სკოლის მასწავლებლების და სტუდენტების მიმართ. პარტიამ მიაღწია იმას, რომ მიწის საკითხები აღარ გადაწყდებოდა ცენტრალიზებულად, ავტორიტეტების მიერ. პარტიამ ასევე გამოსცა პერიოდული პრესა „საქართველო“.

ბორის სუვარინის გადმოცემით, პარტიამ მიიღო დახმარება იარაღის სახით იაპონიიდან, რათა ებრძოლა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ეს პარტია იყო ერთ-ერთი ყველაზე მცირე ოპოზიციურ ჯგუფთაგანი რუსეთის იმპერიაში. მისმა წევრებმა ასევე ჩაატარეს ძარცვების მთელი სერია კავკასიაში. 1906 წლის აპრილში პარტიამ მოახერხა და გაძარცვა დუშეთის 325 ათას მანეთად ღირებული განძი. მოპარული ფულის დიდი ნაწილი დარჩა კერესელიძესთან, ძარცვის ორგანიზატორთან, რომელმაც ის გადასახლებაში წაიღო.

1904 წლის ნოემბერში პარტიამ მონაწილეობა მიიღო ოპოზიციური ჯგუფების კონფერენციაში, სადაც მიიღეს „პარიზის შეთანხმება“ ავტოკრატიის წინააღმდეგ საბრძოლველად. კონფერენციაზე პარტიას წარმოადგენდნენ დეკანოზოვი და გაბუნია. სხვა მონაწილე ორგანიზაციები იყვნენ სოციალისტურ რევოლუციური პარტია, პოლონეთის სოციალისტური პარტია, პოლონეთის ეროვნული ლიგა, ფინეთის აქტიური წინააღმდეგობის პარტია, ლატვიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, გათავისუფლების კავშირი. კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელსაც სახელად რუსეთის დემოკრატიული რეჟიმის პატივსაცემად დემოკრატიული რეჟიმი უწოდეს (თუმცა არ მიანიშნეს მონარქიული უნდა ყოფილიყო ის თუ რესპუბლიკური), მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ოპოზიციური ძალების გაერთიანებული ცენტრალური ბიუროს შექმნის შესახებ.

1905 წლის აპრილში სოციალ-ფედერალისტები, „თეთრების“ („თეთრი“ რუსეთის) სოციალისტური გაერთიანება და რამდენიმე სხვა ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობდნენ პარიზის კონფერენციაში (პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, სოციალისტურ რევოლუციონერები, ფინეთის აქტიური წინააღმდეგობის პარტია, ლატვიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა კავშირი) შეხვდნენ ჟენევაში და ჩამოაყალიბეს ბრძოლის გაერთიანებული კომიტეტი, რომელიც ისწრაფვოდა დაეარსებინა ასამბლეა რუსეთის, პოლონეთისა და ფინეთისთვის.

„დუმის“ პირველ არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტმა იოსებ ბარათოვმა ტიფლისის (იგივე თბილისის) ადგილი მოიპოვა. პარტიას გამოკითხვებზე ადრე უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკი საქართველოს დემოკრატიულ პარტიასა და რადიკალურ პარტიასთან ერთად. მოგვიანებით, პარტიამ შეძლო მოეპოვებინა მანდატების უმეტესობა საქართველოდან. ეს მოხდა მეორე „დუმაში“.

1907 წელს პარტიამ მიიღო ტერიტორიების გარეთ არსებული ეროვნულ-კულტურული ავტონომია, რომლითაც ყოველ ადამიანს, განურჩევლად იმპერიაში მისი საცხოვრებელი ადგილისა, შეეძლო ესარგებლა კულტურული და ეროვნული ავტონომიების პოლიტიკით.[3]

1907 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პარტიამ ჩამოაყალიბა ანტი-საბჭოთა ბლოკი ქართველ მენშევიკებთან ერთად. სომხეთის რევოლუციური ფედერაცია („დაშნაკები“) და აზერი მუსავატის პარტია. ბლოკმა მხარდაჭერა მიიღო გერმანიისა და თურქეთისგან და მოგვიანებით ანგლო-ფრანგული ძალებისგან. პარტიამ მოგვიანებით მხარდამჭერებისგან ჩამოაყალიბა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ეროვნულ-დემოკრატებთან და მენშევიკებთან ერთად და შეეცადნენ აემოქმედებინათ შეიარაღებული აჯანყება საბჭოთა ძალების წინააღმდეგ 1923 წლის ოქტომბერში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lenin, V.I.. A Contribution to the History of the National Programme in Austria and in Russia (1914)
  2. Luxemburg, Rosa. The National Question (1909)
  3. Suny, Ronald Grigor. The making of the Georgian nation. Studies of nationalities in the USSR. Bloomington [u.a.]: Indiana Univ. Pr, 1988. p. 176