შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2000

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2000))
1995 საქართველოს დროშა 2004
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
9 აპრილი, 2000
პრეზ. კანდიდატი ედუარდ შევარდნაძე ჯუმბერ პატიაშვილი
პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
მოსახლეობის ხმები 1,870,311 390,486
პროცენტი 79.04% 16.66%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძე

2000 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები - რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მოქმედი პრეზიდენტი შევარდნაძე და წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი. გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ.

არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა:

ედუარდ შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1995-2000 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტი პირველი ვადით.
ჯუმბერ პატიაშვილი ჯუმბერ პატიაშვილი - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო შევარდნაძის მთავარი კონკურენტი, გავიდა მეორე ადგილზე ხმათა 17%-ით.
ავთანდილ ჯოგლიძე -
თენგიზ ასანიძე -
ქართლოს ღარიბაშვილი - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი კანდიდატი.
ვაჟა ჟღენტი

არჩევნებში 2,343,176 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 75,86%-ს შეადგენდა.

კანდიდატიხმების რაოდენობა%
ედუარდ შევარდნაძე1,870,31179,82
ჯუმბერ პატიაშვილი390,48616,66
ქართლოს ღარიბაშვილი7,9630,34
ავთანდილ ჯოგლიძე5,9420,25
ვაჟა ჟღენტი3,3630,15
თენგიზ ასანიძე2,7930,12

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]