საქართველოს სამეფო სახლის მეთაურები 1801 წლის შემდეგ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

1800 წლისთვის ამიერკავკასიაში არსებობდა ორი ქართული სამეფო — ქართლ-კახეთის (რუსეთში საყოველთაოდ მოხსენიებული გრუზინსკები) აღმოსავლეთ საქართველოში და იმერეთის დასავლეთ საქართველოში. 1801 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით, პავლე I-ის 18 იანვრის ბრძანებულებით (დადასტურებული ალექსანდრე I-ის იმავე წლის 12 სექტემბრის ბრძანებულებით) რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებულ იქნა[1] აღმოსავლეთ საქართველო (ქართლ-კახეთის სამეფო), თუმცა გეორგიევსკის ტრაქტატის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით რუსეთი პირობას დებდა „მისი ბრწყინვალება მეფე ირაკლი თეიმურაზის ძის და მისი სახლის მემკვიდრეების და შთამომავლების შენახვას უწყვეტად ქართლის და კახეთის სამეფო ტახტზე“. 1810 წელს დაირღვა 1804 წლის ელაზნაურის შეთანხმება და ანექსირებულ იქნა ასევე დასავლეთ საქართველო (იმერეთის სამეფო). ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებში მმართველი ბაგრატიონთა დინასტიის სხვადასხვა შტო აღმოჩნდა ტახტის გარეშე, თუმცა ფორმალურად უფლებებისგან განდგომა მათი მხრიდან არასდროს მომხდარა.

ქართველი მეფეები რომანოვების სახლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ორი ქართული სამეფოს ანექსიისა XIX საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ იმპერატორი ალექსანდრე III პირველი რუსეთის იმპერატორებიდან, მის სრულ ტიტულს დაურთავს საქართველოს მეფის ტიტულს (1881–1894). ამ ტიტულს ატარებდა ასევე მისი მემკვიდრე ნიკოლოზ II (1894–1917). მანამდე პავლე I, ალექსანდრე I, ნიკოლოზ I და ალექსანდრე II ატარებდნენ ტიტულს „ხელმწიფე ივერიის მიწისა, ქართლელთა და ქართველთა მეფეთა“, დართული რუსეთის ხელმწიფეთა ტიტულატურას 1800 წლამდე დიდი ხნით ადრე.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურები ბაგრატიონთა სახლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატიონთა დინასტიის გერბი

ამჟამად საქართველოში ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენლები აცხადებენ პრეტენზიას მეთაურობაზე[2].

  • კახეთის ბაგრატიონები — საქართველოს უკანასკნელი მეფის (აღმოსავლეთი), გიორგი XII-ის (11 იანვარი, 1798 — 28 დეკემბერი, 1800) მემკვიდრეები, რუსეთის იმპერიაში ატარებდნენ ტიტულს „მისი ბრწყინვალება ქართველთა მთავარი“ პრედიკატით[3] „ბრწყინვალება“[4], და
  • მუხრანელი ბაგრატიონები — მეფე კონსტანტინე II-ის მემკვიდრეები, მმართველი 1469–1505 წლებში, მუხრანის სამკვიდროს მფლობელნი:
    • თავდაპირველად მეფე ვახტანგ VI-ის მემკვიდრეები (ქართლის მმართველები შესვენებებით 1703–1724 წლებში), რუსეთის იმპერიაში ატარებდნენ ქართველთა მთავრის ტიტულს („ბრწყინვალების“ პრედიკატის გარეშე),
    • შემდეგ ამავე შტოს უმცროსი ხაზი, რუსეთის იმპერიაში ატარებდა ბაგრატიონ-მუხრანელის მთავრის ტიტულს („ბრწყინვალების“ პრედიკატის გარეშე).

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურები (ქართლი-კახეთი) — კახეთის ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ბრწყინვალება ქართველთა მთავართა რუსული გერბი
  1. 28 დეკემბერი, 1800 — 13 მაისი, 1819: დავით (XII) გიორგის ძე[5], უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის უფროსი ძე
  2. 13 მაისი, 1819 — 15 თებერვალი, 1830: იოანე (I) გიორგის ძე, გიორგი XII-ის მეორე ძე, დავითის ძმა
  3. 15 თებერვალი, 1830 — 21 სექტემბერი, 1830: გრიგოლ (I) იოანეს ძე, იოანეს ძე
  4. 21 სექტემბერი, 1830 — 15 სექტემბერი, 1880: იოანე (II) გრიგოლის ძე, გრიგოლის ძე
  5. 15 სექტემბერი, 1880 — 24 სექტემბერი, 1888: დავით (XIII) ბაგრატის ძე. იოანე (II)-ის მამის ბიძაშვილი. გრიგოლ ბაგრატიონის ბიძაშვილი, ბაგრატის ძე.
  6. 24 სექტემბერი 1888 — 3 თებერვალი, 1922: პეტრე (I) ალექსანდრეს ძე, დავით (XIII)-ის ძმისშვილი
  7. 3 თებერვალი 1922 — 1939: კონსტანტინე (III) პეტრეს ძე, პეტრე (I)-ის ძე
  8. 1939 — 13 აგვისტო, 1984: პატრე (II) პეტრეს ძე, კონსტანტინე (III)-ის ძმა
  9. 13 აგვისტოდან, 1984 : ნუგზარ (I) პეტრეს ძე, პატრე (II)-ის ძე

ამჟამად ნუგზარ პეტრეს ძეს მამრობითი სქესის შთამომავალი არ ჰყავს[6]. მისი სავარაუდო მემკვიდრე, სალიკური სამართლის თვალსაზრისით, მის სიკვდილამდე, 2018 წლის 17 ივლისამდე, ითვლებოდა მისი დიდი პაპის უშვილო შვილთაშვილი ბიძაშვილის ხაზით, მისი ბრწყინვალება ევგენი პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 1947), ძე 2006 წელს, 90 წლის ასაკში გარდაცვლილი მისი ბრწყინვალება პრინც პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკისა. თუმცა თვით ნუგზარ პეტრეს ძე თავის მემკვიდრედ მის უფროს ასულს, მის ბრწყინვალებას, პრინცესა ანა ნუგზარის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკის განიხილავს.

კახეთის სახლის მეთაურობა 1791 წლის კანონის შესაბამისად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმცა არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, რომ ქართლ-კახეთში 1791 წელს იყო კანონი მიღებული, რომლის მიხედვით, სამეფო ხელისუფლება გადადიოდა ძმიდან ძმაზე. ისტორიკოსების აზრით, ეს კანონი მიღებულ იქნა ერაკლე II-ის მიერ, მისი მესამე ცოლის, დარეჯან დედოფლის გავლენით, ცდილობდა რა უზრუნველეყო ტახტი მისი ერთ-ერთი შვილისთვის. ერაკლე II-ის სიკვდილის შემდეგ ქართული საზოგადოება გაიყო — ზოგიერთი მემკვიდრის ხარისხში მხარს უჭერდა გიორგი XII-ის ძეს დავითს, სხვები — გიორგი XII-ის ძმას იულონს. გიორგი XII მისი შთამომავლობისთვის ცდილობდა ტახტის გამაგრებას — პავლე I-მა დააკმაყოფილა გიორგი XII-ის თხოვნა და 1799 წლის 18 აპრილს ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა უფლისწული დავითი, რამაც გიორგი XII-ის ძმების აღშფოთება გამოიწვია[7]. 1791 წლის კანონის თვალსაზრისით, სახლის მეთაურობა გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იყო შემდეგი:

  1. 28 დეკემბერი, 1800 — 23 აგვისტო, 1816: იულონ ირაკლის ძე ბაგრატიონი, გიორგი XII-ის ძმა
  2. 23 აგვისტო, 1816 — 2 დეკემბერი, 1827: თეიმურაზ ერეკლეს ძე ბაგრატიონი, იულონის ძმა (კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II)
  3. 2 დეკემბერი, 1827 — 15 ოქტომბერი, 1834: მირიან ერეკლეს ძე ბაგრატიონი, თეიმურაზის ძმა
  4. 15 ოქტომბერი, 1834 — 1844: ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონი, მირიანის ძმა
  5. 1844 — 30 მარტი, 1852: ფარნაოზ ერეკლეს ძე ბაგრატიონი, ალექსანდრეს ძმა — ერეკლე II-ის შვილებს შორის ბოლო.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურები — მუხრანელი ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1724 წელს ქართლის მეფე ვახტანგ VI მუხრანელი ბაგრატიონების შტოდან იძულებული გახდა გადასახლებულიყო რუსეთში. ამ ხაზის მეთაურობა, რუსეთის იმპერიაში დაწინაურებული ქართველთა მთავრის ტიტულით („ბრწყინვალების“ პრედიკატის გარეშე), იყო შემდეგი:

  1. 26 ივლისი, 1737 — 1 თებერვალი, 1750: ბაქარ (I) ვახტანგის ძე[8], ვახტანგ VI-ის ძე;
  2. 1 თებერვალი, 1750 — 1791: ალექსანდრე (III), ბაქარის ძე;
  3. 1791 — მაისი, 1852: გიორგი (XII), ალექსანდრეს ძე;
  4. მაისი, 1852 — 26 თებერვალი, 1861: ნიკოლოზ (I) იაკობის ძე, გიორგი (XII)-ის ბიძაშვილის შვილი;
  5. 26 თებერვალი, 1862 — 3 ივლისი, 1898: ივანე (I) ნიკოლოზის ძე.

მისი სიკვდილის შემდეგ ქართველ მთავართა რუსული მოდგმა გადაიკვეთა, და დინასტიური სიტუაცია ამ ხაზზე აღმოჩნდა არასრულად ნათელი. ერთის მხრივ, მეთაურობა უნდა გადასულიყო დიდი პაპის პაპის შვილთაშვილის შვილიშვილზე, ბიძაშვილის ხაზით მთავარ ივანე ნიკოლოზის ძიდან ალექსანდრე პეტრეს ძე ბაგრატიონზე, რომელიც ითვლებოდა ქართლის მეფის და ვახტანგ VI-ის[9] ძმის, იესე I-ის ძის ალექსანდრეს პირდაპირ შთამომავლად:

  • 3 ივლისი, 1898—1920 (ან 1919?): ალექსანდრე (IV) პეტრეს ძე.

თუმცა ბაგრატიონების რუსი მთავრების წინაპარი ალექსანდრე იყო მეფე იესე I-ის უკანონო შვილი, და ამიტომ ბაგრატიონ-მუხრანელი მთავრების მომხრეები (მუხრანელი ბაგრატიონების სხვა შტოდან) ადასტურებენ, რომ ბაგრატიონების სახლის მეთაურობა გადავიდა ბაგრატიონ-მუხრანელის (მუხრანბატონი)[10] გვარის უფროსზე – კონსტანტინე (V) ივანეს ძეზე – უკვე 1898 წელს:

  1. 3 ივლისი, 1898 — 12 მაისი, 1903: კონსტანტინე (III) ივანეს ძე;
  2. 12 მაისი, 1903 — 30 ოქტომბერი, 1918: ალექსანდრე (IV) ირაკლის ძე[11], კონსტანტინე (III)-ის ბიძაშვილი;
  3. 30 ოქტომბერი, 1918 — 29 სექტემბერი, 1957: გიორგი (XIII) ალექსანდრეს ძე[12], ალექსანდრე (IV)-ის ძე;
  4. 29 სექტემბერი, 1957 — 30 ნოემბერი, 1977: ირაკლი (III) გიორგის ძე, გიორგი (XIII)-ის ძე;
  5. 30 ნოემბერი, 1957 — 16 იანვარი, 2008: გიორგი (XIV) ირაკლის ძე[13], ირაკლი (III)-ის ძე;
  6. 16 იანვრიდან, 2008: დავით (XIII) გიორგის ძე, გიორგი (XIV)-ის ძე[14].

დავით გიორგის ძის აშკარა მემკვიდრედ ითვლება მისი ერთადერთი ძე გიორგი დავითის ძე (დ. 27 სექტემბერი, 2011), მის შემცვლელ მემკვიდრედ – მისი უმცროსი ძმა გურამ-უგო გიორგის ძე (დ. 14 თებერვალი, 1985)

დინასტიური მმართველობის საკითხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აგნატური[15] ან პატრილინური პრიმოგენიტურის (პირმშოობა — საკუთრების და ტიტულების მემკვიდრეობის პრინციპი მამიდან კანონიერი ქორწინებით შობილ უფროს შვილზე, ამავე დროს უმცროსი ქალ-ვაჟების და სხვა ნათესავების გამოკლებით. კანონიერი შვილების არარსებობის შემთხვევაში, მემკვიდრეობა შესაძლოა გადასულიყო გარდაცვლილის ქალიშვილებზე ან ძმებზე (უფროსობისდა მიხედვით), კანონებსა ან ტრადიციებზე დამოკიდებული ვარიანტიდან. პირმშოობის პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ტახტის მემკვიდრეობის საკითხებში იმ მონარქიებში, სადაც ეს უკანასკნელი გამოყენებულ იქნა.) თვალსაზრისით (მემკვიდრეობა სალიკური წესით), მუხრანული შტო ნამდვილად ითვლება 1653 ან 1658 წლის 17 ნოემბრიდან ბაგრატიონთა სახლის უფროს შტოდ, რადგან პირდაპირ მომდინარეობს მეფე ალექსანდრე I-ის უფროსი ძის, ქართლის მეფე დემეტრედან, მაშინ როდესაც კახეთის ბაგრატიონები – დემეტრეს უმცროსი ძმის, კახეთის მეფე გიორგი VIII (II)-დან (იმერეთის ბაგრატიონები ითვლებოდნენ ბაგრატიონების კიდევ უფრო უმცროს შტოდ – მათი წინაპარი იყო ქართლის მეფე ალექსანდრე I-ის უმცროსი ძმა).
  • რაც შეეხება სწორედ კართლ-კახეთის მეფეთა მეთაურობას, იგი ეფუძნება 1790 წელს გაფორმებულ „მეფეთა და მთავართა ივერიელთა ტრაქტატს“, რომელსაც ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, იმერეთის მეფე სოლომონ II-მ და სამეგრელოს და გურიის მთავრებმა. ხელმომწერები აღიარებდნენ ერეკლე II-ის უპირატესობას, ამის მიუხედავად არ შეუერთდნენ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს[7].

იმერეთის სამეფო სახლის მეთაურები – იმერეთის ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის ანექსიისა, სრულიად რუსეთის იმპერატორებს, იმერეთის მეფეთა ტიტული არასოდეს მიუღიათ. საკუთრივ ბაგრატიონთა იმერეთის სახლში დინასტიური სიტუაცია საკმაოდ გაუგებარი წარმოჩინდა, რადგან XVIII საუკუნეში იმერეთში ტახტის მემკვიდრეობა გადადიოდა არა პირდაპირი მამრობითი ხაზით – მეფე ალექსანდრე V-ის (1720—1752) უფროსმა ძემ, მეფე სოლომონ I-მა (1752—1784) თავის მემკვიდრედ დანიშნა არა მისი (ზოგიერთ მონაცემთა მიხედვით, უკანონო) შვილიშვილი, უფლისწული გიორგი ალექსანდრეს ძე (გ. 1807), და არა მისი შუათანა ძმა, უფლისწული ბაგრატ V (გ. 1800), არამედ მისი უმცროსი ძმის, უფლისწულ არჩილის (გ. 1775) ძე დავითი, გამეფებული როგორც სოლომონ II. სოლომონ II-ის უფლებას ეჭვქვეშ აყენებდა მისი ბიძა (ბიძაშვილის მამა) დავით II (გიორგი VII-ის ძე, სოლომონ I-ს ბიძაშვილი) (1782—1792) — ალექსანდრე V-ის ძმისშვილი[16]. სოლომონ II, რეალურად უკანასკნელი მმართველი იმერეთის მეფე, გარდაიცვალა დევნილობაში, 1815 წლის 7 თებერვალს თურქეთში, ტახტის შთამომავლის გარეშე. დარჩა ერთადერთი ასული, შეძენილი მარიამ დადიანთან, აშუბიჯან ქადინ ეფენდი (თურქ. Aşubican Kadın Efendi), გათხოვილი ოსმალეთის 30-ე სულთან მაჰმუდ II-ზე.

იმერეთის სამეფო სახლის მეთაურები (სოლომონ I-ის ხაზით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში ატარებდნენ მისი ბრწყინვალება ბაგრატიონ-იმერეტინსკების მთავართა ტიტულს (1865 წლის 20 ივნისიდან).

  1. 7 თებერვალი, 1815 — 5 თებერვალი, 1862: ალექსანდრე (VI) გიორგის ძე, სოლომონ I-ის შვილთაშვილი და სოლომონ II-ის ბიძაშვილის შვილიშვილი
  2. 5 თებერვალი, 1862 — 17 ნოემბერი, 1880: ალექსანდრე (VII) დიმიტრის ძე, ალექსანდრე (VI)-ის ძმისშვილი
  3. 17 ნოემბერი, 1880 —1901 წლის შემდეგ: ალექსანდრე (VIII) ალექსანდრეს ძე, ალექსანდრე (VII)-ის ძე

და შემდეგ ბაგრატის შთამომავლობის – ალექსანდრე V-ის შუათანა ძის – დავით ალექსანდრეს ძის სახით (იხილეთ ქვემოთ).

იმერეთის სამეფო სახლის მეთაურები (ბაგრატ V-ის ხაზით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში ატარებდნენ მისი ბრწყინვალება ბაგრატიონის მთავართა ტიტულს (1865 წლის 20 ივნისიდან).

  1. 7 თებერვალი, 1815 — 1 სექტემბერი, 1820: დავით (III) ბაგრატის ძე, სოლომონ II-ის ბიძაშვილი
  2. 1 სექტემბერი, 1820 — 9 მაისი, 1869: ივანე (I) დავითის ძე, დავით (III)-ის ძე
  3. 9 მაისი, 1869 — 7 თებერვალი, 1895: ალექსანდრე (VI) ივანეს ძე, ივანე (I)-ის ძე
  4. 7 თებერვალი, 1895—1937: დავით (IV) ალექსანდრეს ძე, ალექსანდრე (VI)-ის ძე — ან კიდევ XX საუკუნის დასაწყისში წინამორბედი ხაზის შეწყვეტის შემდეგ.
  5. 1937 — მარტი, 2009: ნინო (I) დავითის ძე, დავით (IV)-ის ასული[17]

რადგან იმერეთში დაიშვებოდა უკანონო ხაზით მემკვიდრეობა, მაშინ თეორიულად, მეთაურობა, უკვე დავით ალექსანდრეს ძის სიკვდილის შემდეგ, შეიძლებოდა გადასულიყო ს(ვ)იმონ როსტომის ძე ბაგრატიონზე, წარმოშობილი საგვარეულოდან, 1850 წელს რუსეთის იმპერიაში აღიარებული მხოლოდ დიდებულთა ღირსებაში, ს(ვ)იმონ ბაგრატის ძის შვილთაშვილის შვილი, გვერდითი ძმა ზემოაღნიშნული დავით ბაგრატის ძისა:

  1. 1937—1951: ს(ვ)იმონ როსტომის ძე
  2. 1951 წლიდან: ირაკლი გრიგოლის ძე, სვიმონ როსტომის ძის ძმისშვილი,

რომლის აშკარა მემკვიდრედ ითვლება მისი ძე დავით ირაკლის ძე (დ. 1948), მისი მემკვიდრე კი — უკანასკნელის ძე, ირაკლი დავითის ძე (დ. 1982). თუ კი უარვყოფთ ტახტის მემკვიდრეობის შესაძლებლობას უკანონო ხაზით, მაშინ 1937 წლიდან მეთაურობა გადადის იმერეთის მეფის დავით II-ის ხაზზე 1782–1790 წლებში.

იმერეთის სამეფო სახლის მეთაურები (დავით II-ის ხაზით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში ატარებდნენ მისი ბრწყინვალება იმერეტინსკიხ მთავართა ტიტულს (1865 წლის 20 ივნისიდან).

  1. 7 თებერვალი, 1815 — 3 მაისი, 1844: კონსტანტინე (I) დავითის ძე, დავით II-ის ძე
  2. 3 მაისი, 1844 — 15 დეკემბერი, 1885: კონსტანტინე (II) კონსტანტინეს ძე, კონსტანტინე (I)-ის ძე
  3. 15 დეკემბერი, 1885—1888: მიხეილ კონსტანტინეს ძე, კონსტანტინე (II)-ის ძე
  4. 1888 — 26 მარტი, 1932: გიორგი (X) მიხეილის ძე, მიხეილის ძე,
  5. 26 მარტი, 1932 — 24 მარტი, 1972: გიორგი (XI) გიორგის ძე, გიორგი (X)-ის ძე — ან კიდევ 1937 წელს წინამორბედი ხაზის შეწყვეტის შემდეგ.
  6. 24 მარტი, 1972 — 20 ნოემბერი, 1978: კონსტანტინე (III) გიორგის ძე, გიორგი (XI)-ის ძმა
  7. 1978 წლის 20 ნოემბრიდან: თამარ მიხეილის ასული, კონსტანტინე (III)-ის ძმისშვილი[18]

ბაგრატიონთა დინასტიური სტატუსი რუსეთის იმპერიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარისგან, საქართველოს სამეფო სახლის მთელს ბაგრატიონთა დინასტიად წარმოდგენის გამავრცელებლებისა, რუსეთის კანონმდებლობა საქართველოს და იმერეთის სამეფო სახლების წევრებად მნიშვნელოვნად ვიწრო წრეს აღიარებდა, კერძოდ, ქართველთა (ქართლ-კახეთის) და იმერეთის მეფეთა უკანასკნელ შთამომავლებს“ — კერძოდ, ერეკლე II-ს, გიორგი XII-ს, დავით II-ს, ალექსანდრე V-ს და სოლომონ I-ს. თავდაპირველად, რუსეთის კანონმდებლობაში გამოჩნდა საქართველოს და იმერეთის სამეფო სახლების წევრთა ცნება (მე-19 საუკუნის პირველი მეოთხედი), თუმცა უკვე 1836 წლიდან შემოდის საქართველოს და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების წევრთა ცნება. XX საუკუნის მე-2 ნახევარში ეს ცნება ასევე ქრება საბოლოოდ, და ყოფილი სამეფო სახლების წევრები (კანონიერად „საქართველოს და იმერეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავლებად“ დასახელებულნი) 1865 წლის 20 ივნისიდან იღებენ მთავართა ბრწყინვალების ტიტულს (გრუზინსკების, იმერეტინსკების, ბაგრატიონ-იმერეტინსკების და ბაგრატიონების)[19].

ს. ვ. დუმინის აზრით, რუსეთის „ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ საქართველოს მეფეთა შთამომავლობისთვის დინასტიური სტატუსის ფორმალური შენარჩუნება რესტავრაციის შესაძლო საფრთხის შემქმნელია. გადააქცევს რა მათ რუსეთის იმპერიის მთავრებად... პეტერბურგის ადმინისტრატორები ამით ფიქრობდნენ, სამეფო სისხლის უფლისწულთა გათანაბრებას დანარჩენ ქართულ არისტოკრატიულ ფენებთან, წინანდელი დინასტიის ავტორიტეტის დასუსტებას და რუსეთის იმპერატორის ძალაუფლების გამყარებას ახლად მოპოვებულ მიწებზე“[20].

საქართველოს ტახტის პრეტენდენტები 1801 წლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელი მონარქიის რესტავრაციის მცდელობები XIX საუკუნის საქართველოში[7][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1802 წლის ივლისს კახეთში რუსების წინააღმდეგ გამოვიდნენ ადგილობრივი მთავრები, და აგრეთვე უფლისწულები ვახტანგ ირაკლის ძე და თეიმურაზ გიორგის ძე. ქიზიყში შეკრებილმა მთავრებმა ერთგულების ფიცი დადეს უფლისწულ იულონ ირაკლის ძის წინაშე, და აგრეთვე მიმართეს რუსეთის იმპერატორს პეტიციით გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენის და ქართლ-კახეთის მეფედ უფლისწულ იულონის დამტკიცების მოთხოვნით. რუსეთის ხელისუფლებამ მეამბოხე მთავრები დააკავა.
  • 1804 წლის გაზაფხულს ქართლის მთიანეთში იფეთქა აჯანყებამ. ამბოხებულებმა მიზნად დაისახეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის აღდგენა და იმერეთს თავშეფარებულ უფლისწულებს იულონს და ფარნაოზ ირაკლის ძეებს მოუწოდეს. სურამის მახლობლად რუსული რაზმი თავს დაესხა უფლისწულებს – იულონი ტყვედ იქნა აყვანილი, ფარნაოზი კი გაიქცა ირანს, და იქიდან დაბრუნდა კახეთს. 1804 წლის დასასრულს რუსებმა დაატყვევეს ფარნაოზი.
  • 1812 წლის იანვარს კახეთში იფეთქა ანტირუსულმა აჯანყებამ; ამბოხებულებმა მიიტაცეს კახეთის დედაქალაქი თელავი და მოითხოვდნენ „ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის აღდგენას ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით. სამეფო ტახტზე ამბოხებულებმა მიიწვიეს უფლისწული გრიგოლ იოანეს ძე“. ზოგიერთი თანამედროვე მკლევარი მას კიდეც უწოდებს საქართველოს უკანასკნელ მეფე გრიგოლ I-ს, მეფეს აღმოსავლეთ საქართველოში 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე, თუმცა რუსეთის იმპერიის და სსრკ-ის პერიოდის ოფიციალური ისტორიოგრაფია გრიგოლს არ თვლიდა მეფედ, არამედ ტახტის პრეტენდენტად. გრიგოლ I-ის სამეფო ხელისუფლება ვრცელდებოდა კახეთის თითქმის მთელს ტერიტორიაზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ ქართლის ნაწილზე (არაგვის ხეობა). კახეთში რუსული გარნიზონები რჩებოდნენ მხოლოდ თელავსა და ყარაღაჯში. 1812 წლის 5 მარტს ამბოხებულები დამარცხებულ იქნენ რუსეთის რეგულარული ჯარების მიერ. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფე გრიგოლ I-მა, თავის თანამოაზრეებთან ერთად დაღესტანს შეაფარა თავი, ანცუხელი თემის მოხუცებულთა სახლში. რუსმა გენერალმა პაულუჩმა მოტყუების მეთოდით მოახერხა გრიგოლ I-ის შეპყრობა გრიგოლის მამის დომენი სახლთუხუცესის დახმარებით. გენერალი პაულუჩი თავის რაპორტში[21] 1812 წლის 11 მარტიდან წერდა:
Царевич Григорий, сын царевича Иоанна, в Москве пребывающего, провозглашённый кахетинскими мятежниками царём Грузии и издавший от имени своего возмутительные прокламации, также коего имя в церквах бунтовщиками поминаемо было как царя Грузии и который, собрав мятежную толпу, дрался против войск В. И. В., но был мною разбит, бежал было в Дагестан, к анцухским лезгинам, но средствами, мною изысканными… находится теперь в моих руках. Сей царевич, к коему столь охотно прилепились кахетинские бунтовщики… важнее… и вреднее для Грузии, потому что немалая часть легковерных грузин признают его имеющим законное право на Грузию, основываясь на том, что прежде бывший настоящий наследник Грузии царевич Давид — бездетен, что потому сей Григорий, как сын первого по нём брата, царевича Иоанна, находящегося в отсутствии, должен быть наследником Грузии. Итак, для спокойствия сего края, я не умедлю сего царевича за надлежащим присмотром препроводить в Россию чрез несколько дней[22].
  • 1812 წლის სექტემბერს ირანიდან დაბრუნდა იქ ადრე გაქცეული უფლისწული ალექსანდრე ირაკლის ძე. ის გამაგრდა თიანეთში და ხალხს რუსების წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა. თუმცა 1812 წლის ნოემბერს მან დამარცხება განიცადა. 1813 წლის ზაფხულის დასაწყისში აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი; ალექსანდრემ შეძლო დაღესტანს გაქცეულიყო.
  • 1812, შემდეგ კი 1817 წლებში დავით XII-ემ იმპერატორ ალექსანდრე I-ს წარუდგინა ქართლ-კახეთის სამეფოების აღდგენის პროექტი ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში. მისი წინადადებები უარყოფილ იქნა.
  • 1819 წელს აჯანყებამ მოიცვა იმერეთი. ამბოხებულები მიზნად ისახავდნენ იმერეთის სამეფოს აღდგენას და მეფედ სოლომონ I-ის შვილიშვილის ივანე აბაშიძის გამოცხადებას. 1820 წელს რუსებმა შეძლეს აჯანყების ჩახშობა, ივანე აბაშიძე კი თურქეთს გაიქცა.
  • 1832 წელს გახსნილ იქნა ფართოდდატოტვილი შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და მის კონსტიტუციურ მონარქიად გადაქცევას. შეთქმულები სამეფო ტახტზე აპირებდნენ დაესვათ უფლისწული ალექსანდრე ირაკლის ძე.

1917 წლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაგრატიონთა დინასტიის უამრავი წარმომადგენელი იძულებული გახდა ქვეყნიდან გადახვეწილოყო და ემიგრაციაში ეცხოვრა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაზე სრული კონტროლის ხელში აღების და 1920 წლის 8 აპრილს საქართველოს კომუნისტური პარტიის შექმნის შემდეგ.
  • 1924 წელს დიდი მთავარი კირილ ვლადიმირის ძე იღებს იმპერატორის ტიტულს, თუმცა უცნობია, სარგებლობდა თუ არა ის იმპერატორის ტიტულით სრულად, მათ შორის საქართველოს მეფის ტიტულით. მის მემკვიდრეებს, დიდ მთავარს, ვლადიმერ კირილის ძეს (1938—1992) და მარია ვლადიმირის ასულს (1992 წლიდან) იმპერატორის ტიტული არ მიუღიათ, მაგრამ ისინი ატარებდნენ ან ატარებენ (კერძოდ, გამოიყენება ბლანკებზე) რუსეთის იმპერიის გერბს, მათ შორის საქართველოს სამეფო გერბს, ამით შენარჩუნებულ იქნა ჰერალდიკური პრეტენზიები მითითებულ ტიტულზე.
რუსეთის იმპერიის მცირე სახელმწიფო გერბი საქართველოს სამეფოს გერბით მარცხენა ფრთაზე
  • „1942 წელს ქართველ ემიგრანტთა ორგანიზაციის წარმომადგენელთა სხდომაზე რომში უფლისწული ირაკლი აღიარებულ იქნა კანონიერ პრეტენდენტად ერთიანი საქართველოს ტახტზე. ზოგიერთი ემიგრანტი უკვე სალამს აძლევდა მეფე ირაკლის“[23].
  • 2007 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ემ, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ დინასტიის წარმომადგენლების თანდასწრებით, მონარქიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ბაგრატიონთა დინასტიის მიმართებით გაცხადებულმა სურვილმა ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია[24].
  • 2008 წლის 16 იანვარს, გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების შემდეგ, დავითის უფროსმა ძმამ – უფლისწულმა ირაკლი გიორგის ძემ (მუდმივად მცხოვრები ესპანეთში) ძმის სასარგებლოდ უარი განაცხადა მუხრანელთა სამეფო სახლის უფლებებზე ყოფილიყო მეთაური.
  • 2009 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში შედგა ქორწინება პრინც დავით გიორგის ძის და მისი ბრწყინვალება პრინცესა ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის. ქორწინების საიდუმლო კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შეასრულეს, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე). ცერემონიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სტუმარი შეკრიბა.[25]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Артикул 12 Георгиевского трактата: «Сей договор делается на вечные времена; но ежели что-либо усмотрено будет нужным переменить или прибавить для взаимной пользы, оное да возымеет место по обостороннему соглашению»
    გეორგიევსკის ტრაქტატის მე-12 მუხლი: „ეს ხელშეკრულება იდება სამარადისოდ; მაგრამ თუკი რაიმეს შეცვლას ან მიმატებას ჩათვლიან საჭიროდ ურთიერთ სარგებლიანობისთვის, ასეთ რამეს ადგილი ექნება ორმხრივი შეთანხმებით“.
  2. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ეს საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევისათვის“
  3. პრედიკატი
  4. Российские сторонники Мухранской ветви указывали, что «не известно, существует ли в настоящее время прямые потомки Светлейших князей Грузинских, то есть младшей линии Багратидов, идущих от Ираклия II» (Думин С. В. Грузинский Царский Дом // Геральдические ведомости. — 1995. — № 4(12). — С.11)
  5. ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელთა სახელები მოცემულია რუსიფიცირებულ ფორმაში მამის სახელის დამატებით.
  6. მისი ქალიშვილები:
    1. მისი ბრწყინვალება პრინცესა ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 1 ნოემბერი, 1976). მისი შვილები (ატარებენ ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარს) პერველი ქორწინებიდან გრიგოლ გრიგოლის ძე მალანიასთან:
      1. ირინა გრიგოლის ასული (დ. 2003)
      2. მარიამ გრიგოლის ასული (დ. 2007)
    2. მისი ბრწყინვალება პრინცესა მაია ნუგზარის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 2 იანვარი, 1978). მისი შვილები:
      1. თეიმურაზ ნიკოლოზის ძე ჭიჭინაძე (დ. 2000)
      2. ანა ნიკოლოზის ასული ჭიჭინაძე (დ. 2003)
    გარდა ამისა, ნუგზარ პეტრეს ძეს ჰყავს ორი და:
    1. მისი ბრწყინვალება პრინცესა დალი პეტრეს აული ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 17 ოქტომბერი, 1939). მისი ძე პირველი ქორწინებიდან ბრუნო ბაბუნაშვილთან (15 ნოემბერი, 1938 — 1993):
      1. ბადრი ბრუნოს ძე (დ. 19 იანვარი, 1961) ბაგრატიონ-გრუზინსკი
    2. მისი ბრწყინვალება პრინცესა მზევინარ პეტრეს ასული ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 15 სექტემბერი, 1945)
  7. 7.0 7.1 7.2 მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული, მიხეილ ბახტაძე „საქართველოს ისტორია
 უძველესი დროიდან 1801 წლამდე“
  8. 1716—1719 წლებში ის მამამისის არყოფნის დროს ითვლებოდა ფაქტიურ ქართლის მეფედ (სახელად შაჰნავაზ III).
  9. ამავე განშტოებიდან იყო პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი.
  10. 1801 წლის შემდეგ ბაგრატიონ-მუხრანელთა სახლის მეთაურობა იყო შემდეგი:
    1. 1 ოქტომბერი, 1800 — 7 სექტემბერი, 1842: კონსტანტინე IV ივანეს ძე
    2. 7 სექტემბერი, 1842 — 11 მარტი, 1895: იოანე (II) კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი, კონსტანტინე IV-ის ძე
    3. 11 მარტი, 1895 — 12 მაისი, 1903: კონსტანტინე (V) მუხრანბატონი, იოანე (II)-ის ძე
    4. 12 მაისი, 1903 — 30 ოქტომბერი, 1918: ალექსანდრე (I) ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, Константин (V)-ის ბიძაშვილი
    5. 30 ოქტომბერი, 1918 — 29 სექტემბერი, 1957: გიორგი (I) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, ალექსანდრე (I)-ის ძე
    6. 29 სექტემბერი, 1957 — 30 ნოემბერი, 1977: ირაკლი (III) ბაგრატიონ-მუხრანელი, გიორგი (I)-ის ძე
    7. 30 ნოემბერი, 1977 — 16 იანვარი, 2008: გიორგი (II) ბაგრატიონ-მუხრანელი, ირაკლი (III)-ის ძე
    8. 2008 წლის 16 იანვრიდან :დავით (III) ბაგრატიონ-მუხრანელი, გიორგი (II)-ის ძე
  11. საქართველოს სამეფო სახლის საიტის ოფიციალური ნუმერეციით წარმოდგენილი — ალექსანდრე VI.
  12. საქართველოს სამეფო სახლის საიტის ოფიციალური ნუმერეციით წარმოდგენილი — გიორგი XII (იგივე რომაული რიგითობით აღინიშნება გიორგი ირაკლის ძის მეფობა 1798–1800 წლებში).
  13. საქართველოს სამეფო სახლის საიტის ოფიციალური ნუმერეციით წარმოდგენილი — გიორგი XIII.
  14. დავით გიორგის ძე არის გიორგი ირაკლის ძის უმცროს ძე, თუმცა ირაკლი — გიორგი ირაკლის ძის უფროსი ძეა, მისი მხარდამჭერების მიერ დასახელეული მომავალი ირაკლი (IV), — უარი თქვა მემკვიდრეობის უფლებებზე დავითის სასარგებლოდ. უკანასკნელის ოფიციალური ტიტულია — მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, საქართველოს სამეფო სახლის სუვერენული მეთაური; საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი მაგისტრი; წმინდა თამარ მეფისა და გვირგვინის ორდენების დიდი მაგისტრი (H.R.H. Davit Bagrationi Mukhran Batonishvili Head of the Royal House of Georgia Sovereign Head and Grand Master of the Order of the Eagle of Georgia and the Seamless Tunic of Our Lord Jesus Christ Grand Master of the Order of Saint Queen Tamar).
  15. აგნატები
  16. სოლომონის I გარდაცვალების შემდეგ (1784), მისი ძმისშვილი დავით არჩილის ძე (სოლომონ II) მხოლოდ 12 წლის იყო, გადაწყდა მის სრულწლოვანებამდე ტახტზე დროებით აღზევებულიყო გარდაცვლილი მეფის ბიძაშვილი, 29 წლის დავით გიორგის ძე (1755—1795), რომელიც ისტორიაში ცნობილია დავით II-ის სახელით. 1789 წელს სოლომონ II-მ დაამხო დავით II, რომელიც გაიქცა თურქეთს. 1790 წლის 11 ივლისს დავით II შეიჭრა იმერეთში, და მცირე დროით დაიბრუნა ტახტი. იმავე 1790 წელს სოლომონ II-ემ მოახერხა ხელახლა და საბოლოოდ დაემხო დავით II.
  17. 1944 წლის 28 იანვრიდან ის იყო პრინც ავთანდილ ჯაფარიძის (1914–1959) მეუღლე. მათი შვილები
    1. პრინცი გიორგი ავთანდილის ძე ჯაფარიძე (დ. 1945), ჰყავდა ორი შვილი:
      1. პრინცი თორნიკე გიორგის ძე (დ. 1980)
      2. პრინცესა სალომე გიორგის ასული (დ. 1986)
    2. პრინცესა დალი ავთანდილის ასული ჯაფარიძე (დ. 1947), ჰყავდა ქალიშვილი
      1. ქეთევან.
  18. 1945 წლის 21 ივლისიდან 1967 წლის 12 ივნისამდე იყო ტომას მარვინ სმიტ-დორიენ სმიტის (დ. 12 მაისი, 1913–გ. 5 დეკემბერი, 1973) მეუღლე, და 1967 წლის 13 ივლისიდან 1984 წლამდე — ჩარლზ თაუნლი სტრეჩის მე-4 ბარონის, ლორდ ო’ხაგანის (დ. 6 სექტემბერი, 1945) მეუღლე. მისი შვილები:
    1. რობერტ-არტურ-სმიტი დორიენ-სმიტი (დ. 1951), ლორდ ო’ხაგანის და თამარის უფროსი ძე
    2. ჯეიმს-ოგასტეს-ბაგრატიონ-სმიტი დორიენ სმიტი (დ. 1957), რობერტ-არტურ-სმიტის ძმა
    3. თეონა-ჯუდიტ-სმიტი დორიენ სმიტი (დ. 1946), ჯეიმს-ოგასტეს-ბაგრატიონ-სმიტის უფროსი და
    4. ალექსანდრა-ინის-მერი-სმიტი დორიენ სმიტი (დ. 1948), თეონა-ჯუდიტ-სმიტი დორიენ სმიტის და
    5. შარლოტა-სოფია-სმიტი დორიენ სმიტი (დ. 1954), ალექსანდრა-ინის-მერი-სმიტის და
    6. ნინო-ნატალია ო’ხაგანი (დ.1968), შარლოტა-სოფია-სმიტის ნახევარდა.
  19. Рикман В. Ю. фон. Правовое положение царских и владетельных домов в Грузии в Российской империи // Геральдические ведомости. — 1995. № 1(9). — С. 2.
  20. Станислав Владимирович Думин Грузинский Царский Дом // Геральдические ведомости. — 1995. — № 4(12). — С. 11.
  21. რაპორტი
  22. Газават.ру: Джавахишвили Николай „ДАГЕСТАНСКИЕ СОЮЗНИКИ ПОСЛЕДНИХ ГРУЗИНСКИХ ЦАРЕЙ“
  23. Грузинский царский дом
  24. ილია მეორე საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივით გამოდის
  25. The Bagrationi (Bagration) Dynasty History