საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1919)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს გიორგი ჩუბინიძე.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2018 წლის 23 მაისი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1919) - საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, ჩატარდა 1919 წლის 14 თებერვალს. გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიამ ხმების 81,5%-ით.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. დაკომპლექტდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც სხვადასხვა პარტია იყო წარმოდგენილი. საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა უფრო ადრე ფორმირებულ საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომელსაც 1918 წლის ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი იყო მეტად წარმომადგენლობითი, მასში შედიოდნენ ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობები, იგი ვერ ჩაითვლებოდა უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოდ, რადგან არ იყო მოსახლეობის მიერ არჩეული. შესაბამისად გადაწყდა, რომ არჩევნები 1919 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

საქართველოს პარლამენტმა 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღო დამფუძნებელი კრების აღცევნების დებულება.[1] საქართველოს დამფუძნებელი კრება საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი წესით, პროპორციული პრონციპით არჩეულ საკანონმდებლო ორგანოდ განისაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს ეძნეოდა - აქტიური და პასიური ხმის უფლებით, სქესის განურჩევლად. დამფუძნებელი კრების წევრად უნდა აერჩიათ 130 დეპუტატი.

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკანდიდატო სიის წარსადგენად აუცილებელი იყო საარჩევნო ხმის მქონე 50 მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული კანდიდატების სიის და თითოეული კანდიდატის წერილობითი თანხმობის წარდგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.

საარჩევნო კომისიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური, საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოებისა და სოფლის წვრილი საარჩევნო კომისიები. სოხუმისა და ზაქათალის ოლქებში არჩევნების ჩატარება დაევალა სოხუმისა და ზაქათალის საოლქო საარჩევნო კომისიებს. დაკომპლექტდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის 21 წევრიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია საკუთარი შემადგენლობიდან და თითო წევრი დაემატა თითოეული დარეგისტრირებული საკანდიდატო სიიდან, ამ პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებად. დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე დაინიშნა, მოადგილედ სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე გობეჩია, ხაზინადრად - ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა, მდივნად - სოციალ-დემოკრატი - ანა სოლოღაშვილი.[2]

კომისიებმა დაამშავეს საარჩევნო სიები. მოამზადეს საარჩევნო უბნები და შესაბამისი ინვენტარი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არცევნების თარიღად 14, 15 და 16 თებერვალი დაადგინა.

პოლიტიკური პარტიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური ორგანიზაცია. მათი რიგითი ნომერი შემდეგნაირად განისაზღვრა:

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები. ტომი VIII. თბილისი, 2018. გვ. 93-105.
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული. 1918-1921. შემდგენელი ე. გურგენიძე. თბილისი, 1990, გვ.84.
  2. სირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016. გვ.18.