საქართველოს საელჩო ჩინეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს საელჩო ჩინეთში — საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 21 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ უკლება დაამტკიცა. 2004 წლის 30 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა არჩილ სოხაძემ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლი ზიუ-შანს გადასცა დროებითი რწმუნებათა სიგელი, რის საფუძველზეც ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს საელჩოს გახსნა ჩინეთში.

მიხეილ უკლება, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ჩინეთში საქართველოს პირველი ელჩია.

ელჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისამართი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kings Garden Villa, Block G 38, Xiao Yun Road 18, Chaoyang District, Beijing, 100016, China

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]