საქართველოს საეგზაქოსოს სასულიერო მოამბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე 1984 წელი

საქართველოს საეგზაქოსოს სასულიერო მოამბე (1891-1906 წლებში რუს. Духовный вестник Грузинского Экзархата; 1907–1917 წლებში რუს. Вестник Грузинского Экзархата; 1917 წლის № 15/16-20 რუს. Вестник Кавказского Экзархата) — საქართველოს საეგზარქოსოს ოფიციალური რუსულენოვანი ჟურნალი, დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარიასთან. გამოდიოდა თვეში ორჯერ (წელიწადში 24 ნომერი). რედაქტორი — თბილისის მართლმადიდებელთა სასულირო სემინარიის რექტორი ან ინსპექტორი, გამომცემელი — სასულიერო სემინარია. იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ ენებზე (ქართული ტექსტი რუსულის თარგმანს წარმოადგენდა). აქვეყნებდა სასულიერო უწყების ბრძანებებს, ცირკულარებს და სხვა ოფიციალურ საეკლესიო მასალას, ქადაგებებს, მოძღვრებებს, სიტყვებს, სტატიებს საეკლესიო საქმეთა შესახებ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]