საქართველოს რეგულარული ჯარის გენერალური შტაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეგულარული ჯარის გენერალური შტაბისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი განყოფილება. შტაბს სათავეში ედგა გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ომის დროს არმიის საველე შტაბის უფროსად ინიშნებოდა. 1918 წლის ორგანიზაციით გენერალური შტაბი შედგებოდა ექვსი სექციისაგან:

  1. საოპერაციო — ამ სექციას ევალებოდა ჯარის შედგენა და ორგანიზაცია, მობილიზაცია, დაზვერვა, ჯარების გაწვრთნა და აღლუმი, ტერიტორიის დაცვა და რკინიგზის საქმე, საზღვრების დაცვა და საველე ჯარების ოპერაციები ომის დროს;
  2. საორგანიზაციო — შეიმუშავებდა საკითხებს, რომლებიც შეეხებოდა ახალგაზრდების ჯარში გაწვევას, დისციპლინას, სამხედრო სკოლებს, სამსახურის წესრიგს, ჯარის შინაური ცხოვრების ვითარებას და სამხედრო გამოცემათა საქმეს;
  3. საარტილერიო — განაგებდა ჯარისათვის ზარბაზნების, შაშხანებისა და სხვა საომარი იარაღისა და მასალის მიწოდების საქმეს, საარტილერიო ქარხნების, საწყობების, მსროლელთა სკოლებისა და სასწავლო პოლიგონების საქმეს;
  4. საინჟინერო — სატექნიკო სექცია უზრუნველყოფდა ტექნიკურ ნაწილებს მათთვის საჭირო მასალით და განაგებდა საინჟინრო-ტექნიკურ სკოლას;
  5. სამხედრო — საზღვაო შეიმუშავებდა სამხედრო-საზღვაო საკითხებს.

1919 წელს ჩატარდა შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია, რომლის შემდეგაც გენერალური შტაბის განყოფილებაში დარჩა 4 სექცია:

  1. ოპერატიული;
  2. სამხედრო-საზღვაო;
  3. კანცელარია;
  4. სამხედრო-საისტორიო არქივის წიგნთსაცავი.

საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები სამნეო განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1918 წელს არსებული საორგანიზაციო სექცია - ოპერატიული სექციის დაქვემდებარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 330.