საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრები)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
Flag of Georgia.svg
საქართველოს დროშა
დამნიშვნელი საქართველოს პარლამენტი
ვადის ხანგრძლივობა 4 წელი
დაარსდა 1918 წლის 26 მაისი
პირველი თანამდებობაზე ნოე რამიშვილი
ხელფასი 4 250[1]
საიტი ოფიციალური საიტი
საქართველო
Greater coat of arms of Georgia.svg
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი ღარიბაშვილი
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.[2]

პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.[2]

პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.[2]

ისტორია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად დაწესდა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე და მას მთავრობის თავმჯდომარე ერქვა. ამ პოსტზე მოღვაწეობდნენ ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა გაუქმდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კი დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველო არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრე.

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოში შემოიღო მთავრობის ინსტიტუტი, შესაბამისად, ხელახლა გაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და მას კვლავ პრემიერ-მინისტრი ეწოდა. მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით წამოაყენებს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტი კი ნდობას უცხადებს მას. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს.

პრემიერ-მინისტრები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული პარტია
1
ნოე რამიშვილი
Noeramishvilipic.jpg
26 მაისი 1918
24 ივლისი 1918
სოციალ-დემოკრატიული პარტია
2
ნოე ჟორდანია
Noe Schordania.jpg
24 ივლისი 1918
18 მარტი 1921
სოციალ-დემოკრატიული პარტია

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
თენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა.jpg
9 აპრილი 1991
18 აგვისტო 1991
2
ბესარიონ გუგუშვილი
Besarion Gugushvili.jpg
26 აგვისტო 1991
6 იანვარი 1992

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
თენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა.jpg
6 იანვარი 1992
5 აგვისტო 1993
მ/შ
ედუარდ შევარდნაძე
Eduard shevardnadze.jpg
5 აგვისტო 1993
20 აგვისტო 1993
2
ოთარ ფაცაცია
Coat of arms of Georgia (1918–1921, 1990–2004).svg
20 აგვისტო 1993
5 ოქტომბერი 1995
მ/შ
ბაკურ გულუა
Coat of arms of Georgia (1918–1921, 1990–2004).svg
5 ოქტომბერი 1995
25 ნოემბერი 1995

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

N სახელი ფოტო პრეზიდენტი ვადის დასაწყისი ვადის დასასრული პარტია
4
ზურაბ ჟვანია
Surab Schwania.jpg მიხეილ სააკაშვილი
17 თებერვალი 2004
3 თებერვალი 2005
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
5
ზურაბ ნოღაიდელი
Zurab Nogaideli.jpg მიხეილ სააკაშვილი
17 თებერვალი 2005
16 ნოემბერი 2007
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
6
ლადო გურგენიძე
Lado Gurgenidze (August 25, 2008).jpg მიხეილ სააკაშვილი
22 ნოემბერი 2007
1 ნოემბერი 2008
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
7
გრიგოლ მგალობლიშვილი
Grigol Mgaloblishvili (November 20, 2008) (A).jpg მიხეილ სააკაშვილი
1 ნოემბერი 2008
6 თებერვალი 2009
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
8
ნიკოლოზ გილაური
Nika Gilauri (Thailand, 21 April 2010).jpg მიხეილ სააკაშვილი
6 თებერვალი 2009
30 ივნისი 2012
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
9
ვანო მერაბიშვილი
Ivane Merabishvili.jpg მიხეილ სააკაშვილი
4 ივლისი 2012
25 ოქტომბერი, 2012
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
10
ბიძინა ივანიშვილი
Bidzina Ivanishvili 2013-07-19.jpg მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
25 ოქტომბერი, 2012
20 ნოემბერი, 2013
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
11
ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili 2013. 2 (cropped).jpg გიორგი მარგველაშვილი
20 ნოემბერი, 2013
30 დეკემბერი, 2015
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
12
გიორგი კვირიკაშვილი
PM Giorgi Kvirikashvili meeting with Iranian VP Eshaq Jahangiri.jpg გიორგი მარგველაშვილი
30 დეკემბერი, 2015
13 ივნისი, 2018
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
13
მამუკა ბახტაძე
Mamuka Bakhtadze MSC 2019.jpg გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
20 ივნისი, 2018
2 სექტემბერი, 2019
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
14
გიორგი გახარია
Giorgi Gakharia 2.jpg სალომე ზურაბიშვილი
8 სექტემბერი, 2019
18 თებერვალი, 2021
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
15
ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili 2013. 2 (cropped).jpg სალომე ზურაბიშვილი
22 თებერვალი, 2021
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო