საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავშირის ლოგო

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, დაარსებულია ლევან ჩაგანავას და ლაშა კინწურაშვილის მიერ. კავშირი რეგისტრაციაშია 2010 წლის 1 მარტიდან. კავშირი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. ამყარებს სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. კავშირის წევრები არიან: ლევან ჩაგანავა (დამფუძნებელი), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე მაჭავარიანი, მხატვარი ოთარ მეგრელიძე, ქეთევან ქავაზაური, დავით მაისურაძე და სხვები. კავშირის წევრები მუშაობენ ხელნაწერ წიგნებზე, მინიატიურებსა და სხვა მხატვრულსა და კალიგრაფიულ ნამუშევრებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]