საქართველოს მწვანეთა მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოარასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული გარემოს დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდასა და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო ფენებში. ბუნებისადმი ტექნოკრატიული მომხმარებლური დამოკიდებულების აღმოფხვარას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას, საზოგადოებრივი თვალსაზრისით მდგრადი საზოგადოების ფორმირებას.

ორგანიზაციის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დაარსდა 1989 წელს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს კონკრეტულ გარემოსდაცვით პროექტებს. ორგანიზაცია შეიმუშავებს სატყეო მეურნეობის, ეკოლოგიური არქიტექტურის, ეკოგანათლებისა და სხვა სფერობის განვითარების ალტერნატიულ მოდელებს; ეწყობა მათი საჯარო განხილვები, ლობირების კამპანიები, ხორციელდება პრაქტიკული გარემოსდაცვითი საქმიანობები, საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მან განახორციელა წარმატებული კამპანიები დიდი ჰიდროელექტროსადგურებისა და ტოქსიკური ნარჩენების გადამამუშავებელი მსხვილი ქარხნების მშენებლობის წინააღმდეგ. 1995 წელს მწვანეთა მოძრაობის მცდელობის შედეგად საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს დამატა მე–3 პუნქტი: "ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარების შესახებ".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]