საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მერვე ადგილობრივი კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მერვე ადგილობრივი კრება — შედგა თბილისში, 1937 წელს. მოახდინეს სინოდის რეორგანიზაცია; შემოიღეს კათალიკოს-პატრიარქის სახით ერთპიროვნული მართვა-გამგეობა. სინოდს ეწოდა კათალიკოსის თანასინოდი. უწმინდესისა და უნეტარესის ასეთი გადაწყვეტილებები გამოწვეული იყო საქართველოს ეკლესიაში შექმნილი რთული ვითარებითა და იმ უთანხმოებებით, რომლებიც არსებობდა ზოგიერთ მღვდელმთავარსა და კათოლიკოსს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, თბ., 1976, გვ. 110-111