შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ექიმთა ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ექიმთა ასოციაცია — პირველი არასამთავრობო, პროფესიული ორგანიზაცია საქართველოში. დაფუძნდა 1989 წელს. იგი აერთიანებს საქართველოს ყველა პროფილის ექიმს. მისი ამოცანებია: ჯანდაცვის სისტემის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, ექიმთა უფლებების დაცვა, ექიმთა პროფესიული სრულყოფის მხარდაჭერა, სამედიცინო მიღწევების პოპულარიზაცია, ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემების გაშუქება, ბიოსამედიცინო ეთიკა, ახალგაზრდა ექიმთა დახმარება, სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზაცია და წარმართვა, ექიმთა და სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირება — აკრედიტაცია, უწყვეტი სამედიცინო განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება; საკანონმდებლო ორგანოსთან, უცხოურ პროფესიულ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.