საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება
აბრევიატურა სემს — GSOAM
შეიქმნა 2011 წელი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
ოფიციალური საიტი

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება (ინგლ. Georgian Society of Aesthetic Medicine) — ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება, რომელიც არის მსოფლიო გაერთიანების წევრი საზოგადოება, დაარსდა 2011 წლის 4 ნოემბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 24 თებერვალს, UIME-ს (Union Internationale de Médecine Esthétique) IX ევროპულ კონგრესზე მადრიდში, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება (სემსი) ერთხმად აღიარეს სრულუფლებიან წევრად ორგანიზაციაში (UIME), რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 27 ქვეყნის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებას. 

საზოგადოების მიზანია გააერთიანოს ესთეტიკური მედიცინის სხვადასხვა დარგის ექიმები, ხელი შეუწყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მოაწყოს კონგრესები და კონფერენციები, სადაც მოხდება ექიმების შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხებსა თუ შეცდომებზე, მოიწვიოს წამყვანი უცხოელი პროფესიონალები, ასევე მოახდინოს უცხოელი ექიმების ინფორმირება მსოფლიოში ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და კონგრესების შესახებ. სემს-ის საბოლოო და მთავარი მიზანია ესთეტიკური მედიცინის განვითარება საქართველოში.

UIME-ს წევრი ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ კონგრესებს თავის ქვეყნებში. 2013 წლის 16-17 სექტემბერს საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებამ ჩაატარა I საერთაშორისო კონგრესი საქართველოში, თბილისში. მის მხარდასაჭერად კონგრესს დაესწრნენ და მოხსენებით გამოვიდნენ : UIME-ს პრეზიდენტი — ო. პანოვა, ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის პრეზიდენტი — მ. დელუნი, უკრაინის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი — ვ. ცეპკოლენკო, პოლონეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი — ა. იგნასიუკი და აგრეთვე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]