საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მას შემდეგ, რაც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა და განაგრძო არსებობა, როგორც საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში ემიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირთან ომში ფაქტობრივად დამარცხების შემდეგ, 1921 წლის 18 მარტს ბათუმში გაიმართა საქართველოს დამფუძნებელმა კრების ბოლო სხდომა კარლო ჩხეიძის ხელმძღვანებლობით,[1] რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ემიგრაციაში წასვლას ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით.[2] იმავე დღესვე, საქართველოს მთავრობა, რამდენიმე დამფუძვნებელი კრების დეპუტატი, სამხედრო ოფიცერი და მათი ოჯახები ავიდნენ გემ Ernest Renan-ზე და ჯერ სტამბოლში, ხოლო იქიდან საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ჰპოვეს.

1924 წლის აჯანყების მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო სახსრების გამოყენებით, მთავრობამ პატარა ქალაქ ლევილ-სიურ-ორჟში შეიძინა ხუთი ჰექტარი მიწა მცირე „ციხესიმაგრის“ (რომელიც სინამდვილეში სანადირო რეზიდენციას წარმოადგენდა) გარშემო, ქალაქი პარიზთან ახლოს მდებარეობდა. ლევილი გამოცხადდა ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციად. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტები ფულის მუდმივ დეფიციტს განიცდიდნენ, ჟორდანიას მთავრობა კვლავაც ახლო კავშირს განაგრძობდა ჯერ კიდევ პოპულარულ საქართველოს სოციალურ დემოკრატიულ (მენშევიკურ) პარტიასთან და სხვა ანტი-საბჭოთა ორგანიზაციებთან, რითაც საბჭოთა ხელისუფლებას გარკვეულ უსიამოვნებებს უქმნიდა. საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ხელი შეუწყო და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს — საქართველოში შიდაპარტიულ ბლოკს, თავის ბრძოლაში ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ რომელიც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებით დასრულდა. აჯანყების დაწყებამდე, ნოე ხომერიკი[3] — სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბენია ჩხიკვიშვილი[4]თბილისის ყოფილი მერი და ვალიკო ჯუღელი[5] — სახალხო გვარდიის ყოფილი მეთაური, ფარულად დაბრუნდნენ საქართველოში. ისინი მალევე დააპატიმრეს და ცოტა ხანში დახვრეტილ იქნენ ჩეკას მიერ.

საერთაშორისო ყურადღება საქართველოსადმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული მთავრობა ყოველთვის ცდილობდა საქართველოს საკითხის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოხვედრას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების მხარდასაჭერად რამდენიმე მემორანდუმი გადაეგზავნა ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს, ასევე ერთა ლიგას, რომელმაც 1922 და 1924 წლებში მიიღო საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ორი რეზოლუცია. საერთო ჯამში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გმობდა საქართველოს ძალადობრივ გასაბჭოებას. 1921 წლის 27 მარტს, ემიგრირებულმა ქართველმა მესვეურებმა სტამბოლის დროებითი ოფისიდან გამოსცეს საჩივარი „ყველა სოციალისტური პარტიისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“, რითაც გააპროტესტეს საქართველოს ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ. საჩივარი ყურადღების გარეშე დარჩა. დასავლური ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი მკაცრად აპროტესტებდა რუსთა ქმედებებს, ერთ-ერთი მათგანი იყო ოლივერ უორდროპი.[6]

კარლო ჩხეიძისა და ნოე ჟორდანიას გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემიგრანტებისათვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა კარლო ჩხეიძისა (1926; თავი მოიკლა) და ნოე რამიშვილის სიკვდილი, ეს უკანასკნელი ყველაზე ენერგიული ემიგრანტი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო, მოკლული იქნა ბოლშევიკთა ჯაშუშების მიერ 1930 წელს. საბჭოთა დაზვერვა ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით აქტიურად დევნიდა ქართველებს სამთავრობო სტრუქტურებიდან, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე, ისე მის შემდეგ.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპლომატიური აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟორდანიას მთავრობის ემიგრაციისა და საქართველოს სსრ-ის შექმნის შედეგად, უცხოეთის სახელმწიფოებისათვის საქართველოს აღიარების საკითხი წარმოიშვა, რომლებმაც დე იურედ ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა ვიდრე მას საბჭოთა რუსეთი დაიპყრობდა. ზოგიერთმა ქვეყანამ მთავრობის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგ.: მექსიკამ და ლიბერიამ, 1921 წლის 28 მარტს და 1921 წლის 12 მაისს შესაბამისად. საქართველოს ეროვნული მთავრობა გარკვეული დროით „საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად“ სცნო ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და პოლონეთმა.[7] მან „ლეგიტიმურობა“ საფრანგეთში 1933 წლამდე შეინარჩუნა (სოსიპატრე ასათიანის თავმჯდომარეობით[8]), სანამ არ გაფორმდებოდა ფრანკო-საბჭოთა არააგრესიის ხელშეკრულება 1932 წლის 29 ნოემბერს. 1934 წელს სსრკ-ის ერთა ლიგაში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ფაქტობრივად უმოქმედო გახდა.[9]

საქართველოს ეროვნული მთავრობის მეთაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]