საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა1918 წლის 2 აგვისტოს მიღებული კანონით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატები. საქართველო დაყოფილი იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: თბილისის გუბერნია ცხრა მაზრით (თბილისი, დუშეთი, თიანეთი, გორი, თელავი, სიღნაღი, ბორჩალო, ახალციხე, ახალქალაქი); ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით (ქუთაისი ახალსენაკი, ლეჩხუმი, რაჭა, ზუგდიდი, ოზურგეთი, შორაპანი); სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი, 1920 წლის ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი.

ავტონომიური მხარის სტატუსი მიიღეს აფხაზეთმა (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველომ (ბათუმის ოლქი) და ზაქათალის ოლქმა. შემოიღეს ორსაფეხურიანი ადმინისტრაციული სტრუქტურა, გუბერნიაში უმაღლესი ადმინსტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში - ოლქის კომისარი, მაზრაში - მაზრის კომისარი. გუბერნიის ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰყავდათ თავიანთი აპარატი - სულ 14 სამაზრო და 56 სარაიონო კომისარი. ყველა სასოფლო თემში შეიქმნა 5-კაციანი მილიცია. 1918 ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 წელს საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებები საერო აღმასრულებელ ორგანოს წარმომადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმინის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში, საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მართველობის სისტემა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუპატაძე.ბ, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 12, თბ., 2018 წელი.