საქართველოს და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 19-ჯერ შეხვდნენ. აქედან საქართველომ მოიგო 10-ჯერ, რუმინეთმა 8-ჯერ, ხოლო 1 თამაში ფრედ დამთავრდა. ისინი ერთმანეთს რეგულარულად ევროპის ერთა თასზე ხვდებიან, სადაც საქართველომ მოიგო 9-ჯერ, რუმინეთმა 6-ჯერ, ხოლო ერთი თამაში დასრულდა ფრედ. პირველი თამაში შედგა ლენსდაუნ როუდზე სადაც რუმინეთმა 27-23 მოიგო. ეს ნაკრებები ერთხელ ახალ-ზელანდიაში მსოფლიო ჩემპიონატზეც შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც საქართველომ 25-9 გაიმარჯვა.

ანთიმოზ ივერიელის თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლიდან ამ ორ ნაკრებს შორის ხდება ანთიმოზ ივერიელის თასის გათამაშება. თასს ეწოდება რუმინეთში მოღვაწე ქართველის ანთიმოზ ივერიელის სახელი. თასი თამაშდება ყოველთვის როდესაც ეს ორი ნაკრები ატარებს ოფიციალურ შეხვედრას. მფლობელი ინარჩუნებს თასს სანამ მას მოწინააღმდეგე არ დაამარცხებს.

ურთიერთ შეხვედრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეტალები თამაში მოიგო
საქართველოს დროშა საქართველო
მოიგო
რუმინეთის დროშა რუმინეთი
ფრე საქართველოს ქულები რუმინეთის ქულები
საქართველოში 9 6 3 0 197 145
რუმინეთში 10 4 5 1 147 175
ნეიტრალურ ტერიტორიაზეe 2 1 1 0 48 36
ჯამში 21 11 9 1 392 356


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]