საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი (ინგლ. Young Diplomats' Club of Georgia) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2012 წელს იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დიპლომატიური კულტურის განვითარებას ახალგაზრდა დიპლომატთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით. კლუბი ეხმარება ახალგაზრდა პროფესიონალებს უფრო მეტი ცოდნა მიიღონ საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკაზე.[1]

ახალგაზრდული ინიციატივების როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაცია ქმნის ფორუმს აზრების, შეხედულებებისა და გამოცდილებების ინტენსიური გაზიარებისთვის.[1]

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბს აქვს პროექტები: საქართველოს პარლამენტის მოდელირება, EU Exhibition on NATO and EU, დემოკრატიის ფესტივალი და Youth Ambassadorial. საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბს ჰყავს პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობა, კონგრესი და უხუცესთა საბჭო.[1] 2015 წელს საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა „NATO & EU Roundtable“-ს გამართა, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]