საქართველოს არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს არქივი“ — სამეცნიერო ჟურნალი, რომელსაც სცემდა საქართველოს სსრ ცენტრალური არქივი 1926–1927 წლებში „საისტორიო მოამბის“ პირველი სერიის შემდეგ, რედაქტორი — ალ. წერეთელი. ჟურნალში გამოქვეყნებულია მასალები საარქივო საქმის თეორიულ საკითხებზე, არქივის ორგანიზაციის, ფონდების დაცვა-მოწესრიგების, მასალების დამუშავების მეთოდოლოგიურ საკითხებზე. ამასთან ერთად დაბეჭდილია გამოკვლევები საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და საერთოდ ქართული კულტურის ისტორიის ცალკეულ საკითხებზე.

სულ გამოვიდა 3 წიგნი (I — 1926, II და III — 1927). I წიგნში დაბეჭდილია საბჭოთა მთავრობის დეკრეტი საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ, არქივის სხვადასხვა ქვეგანაყოფის მუშაობის ინსტრუქციები და წესები. II და III წიგნი ძირითადად მეცნიერულ გამოკვლევებს შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]