საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ — ზედამხედველობას უწევს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებს. ამჟამად საქართველოში მოქმედია შემდეგი სამოქალაქო აეროპორტები: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დაფუძნდა 2010 წლის 1 ნოემბერს. 2011 წლის 11 მარტს, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეერწყა სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ და წარმოადგენს ასევე „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ უფლებამონაცვლეს.

კომპანიის სამართლებრივი ფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დამფუძნებელი პარტნიორია და კაპიტალის წილთა 100%-ის მესაკუთრეა სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საწარმოთა მართვის სააგენტო“, გარდა წილების პრივატიზირებისა და/ან განკარგვის უფლებამოსილებებს, რასაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ორგანოებია: პარტნიორთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორი.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპს „საქართველოს აეროპორტის გაერთიანების“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებზე ზედამხედველობა; საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზებისა და განვითარების უზრუნველყოფა; საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებისათვის ერთიანი ტექნიკურ-ნორმატიული ბაზის შექმნა; საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების მართვა და ოპტიმიზაცია; საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებისათვის ერთიანი საინსტრუქციო სახელმძრვანელო დოკუმენტის შექმნა სააეროპორტო მომსახურების და მოსაკრებლის შესახებ; საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში ფრენის უშიშროებისა და უსაფრთხოების დონის ამაღლება; საქართველოს სამოქალაქო ფინანსური და მატერიალური ქონების მართვა; ქვეყნის ინტრეესიდან გამომდინარე კომპეტენციის ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოება; საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების (ICAO, IATA, ECAC და ა.შ) დანერგვა და შენარჩუნება; საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავება.

კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საწარმოს და პარტნიორების ინტერესებს. კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში - აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების საფუძველზე.

დამატებითი ლინკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]