შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 1919

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები —დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებული პირველი დემოკრატიული არჩევნები. არჩევნები ჩატარდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საბჭოების და ერობების ასარჩებად. არჩევნები გაიმართა 1919 წლის 2 თებერვალს. არჩევნებში წარმატებას მიაღწია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიამ. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51%.

თბილისის საბჭოს არჩევნების შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ქალაქის საბჭო არჩევნების შემდეგ მუშაობას შეუდგა 1919 წლის 10 თებერვალს. მის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ალექსანდრე ლომთათიძე.

საარჩევნო სუბიექტები ხმების რაოდენობა % სულ მიღებული მანდატების რაოდენობა
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია 26 909 76 % 69
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 3 806 10,76 % 10
სოციალისტ-ფედერალისტები 2 924 8,27 % 7
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გამოყოფილი ჯგუფი 440 1,24 % 1
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია 418 1,18 % 1
დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი 398 1,13  % 1
თბილისის სახლის მეპატრონეთა კავშირი 306 0,87 % 1
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია 141 0,4 % 0
საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო 6 - 0
სულ 35 366 100,0 % 90
  • კვარაცხელია მ., ქალაქ თბილისის თვითმმართველობა (1917-1921 წწ.), თბ.: ქართული უნივერსიტეტი, 2014.