საქანელა
| საქანელა | |
|---|---|
| Les hasards heureux de l'escarpolette[1] | |
|
| |
| ავტორი | ჟან-ონორე ფრაგონარი |
| წელი | 1760 |
| კატალოგი | 237 და 251 |
| სიმაღლე | 81[1] |
| სიგანე | 64,2[1] |
| მუზეუმი | უოლესის კოლექცია[2] |
საქანელა (ფრანგ. L'Escarpolette), ასევე ცნობილი როგორც „საქანელას ბედნიერი შემთხვევები“ (ფრანგ. Les Hasards heureux de l'escarpolette, ორიგინალური სათაური) — XVIII საუკუნის ზეთის ფერწერული ნამუშევარი, შექმნილი ჟან-ონორე ფრაგონარის მიერ, რომელიც დაცულია ლონდონში, უოლისის კოლექციაში. იგი მიიჩნევა როკოკოს ეპოქის ერთ-ერთ შედევრად და ფრაგონარის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახატი ასახავს ელეგანტურად ჩაცმულ ახალგაზრდა ქალს საქანელაზე. მომღიმარი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბუჩქებში იმალება ქვემოთ მარცხნივ, ქუდით ხელში მიუთითებს მის აფრიალებულ კაბაზე. მარჯვნივ, ჩრდილში თითქმის დამალული, მომღიმარი ასაკოვანი კაცი საქანელას თოკებით აქანავებს, ხოლო ახლოს პატარა თეთრი ძაღლი ყეფს. ქალს ახურავს ბერჟერის ქუდი (მწყემსი ქალის ქუდი), და გაშლილი მარცხენა ფეხით ფეხსაცმელს ისვრის. ასევე გამოსახულია ორი ქანდაკება: ერთი პუტო, რომელიც ზემოდან აკვირდება მარცხნივ მდგომ ახალგაზრდას და თითი ტუჩებთან აქვს მიდებული, ხოლო მეორე – ორი პუტო, რომლებიც მარჯვნივ, ასაკოვან კაცთან ახლოს არიან.
დრამატურგ შარლ კოლეს მემუარების მიხედვით,[3] კარისკაცმა (homme de la cour)[4] თავდაპირველად სთხოვა გაბრიელ ფრანსუა დუაიენს დაეხატა ეს სურათი მისი და მისი საყვარლის მონაწილეობით. დუაიენი, რომელსაც ასეთი მსუბუქი თემატიკა არ მოსწონდა, უარი თქვა და შეკვეთა ფრაგონარს გადასცა.[3] კაცს სურდა თავისი საყვარლის პორტრეტი საქანელაზე, რომელსაც ეპისკოპოსი აქანავებდა, თუმცა ფრაგონარმა მის ნაცვლად ჩვეულებრივი ადამიანი გამოსახა.
ამ ტიპის „მსუბუქი“ მხატვრობა მალე გახდა განმანათლებლობის ფილოსოფოსთა კრიტიკის ობიექტი, რომლებიც ითხოვდნენ უფრო სერიოზულ ხელოვნებას, რომელიც ადამიანის ღირსებას წარმოაჩენდა.[5]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველი მფლობელი უცნობია. სანდო ისტორია იწყება მხოლოდ გადასახადების ამკრეფით, მარი-ფრანსუა მენაჟ დე პრესინიით, რომელიც 1794 წელს გილიოტინით სიკვდილით დასაჯეს,[6] რის შემდეგაც ნახატი რევოლუციურმა ხელისუფლებამ ჩამოართვა. შესაძლოა, მოგვიანებით იგი ეკუთვნოდა მარკიზ დე რაზენ დე სენ-მარკს და შემდეგ აუცილებლად – დიუკ დე მორნის. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1865 წელს, ნახატი პარიზში აუქციონზე შეიძინა ლორდ ჰერტფორდმა, უოლესის კოლექციის მთავარმა დამფუძნებელმა.
კონსერვაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე, „საქანელას“ ჩაუტარდა ფრთხილი კონსერვაცია უოლესის კოლექციაში, რათა აღედგინათ დროის გავლენით დაზიანებული ვიზუალი. მისი მნიშვნელობის გამო, ნახატი იშვიათად იხსნება გამოფენიდან და 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ იყო გაწმენდილი. შედეგად, საღებავის ზედაპირი დაფარული იყო ძლიერ გაყვითლებული ლაქით, ხოლო ძველი რეტუშები თვალსაჩინო გახდა.[7]
ცნობილი ასლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ორი ცნობილი ასლი, თუმცა არცერთი არ ეკუთვნის ფრაგონარს. ერთი ასლი, რომელიც ეკუთვნოდა ედმონ ჯეიმს დე როტშილდს,[8] ასახავს ქალს ლურჯ კაბაში.[9] მეორე არის უფრო მცირე ზომის (56 × 46 სმ) ვერსია, რომელიც ეკუთვნოდა დიუკ ჟიულ დე პოლინიაკს. ეს ნახატი 1930 წელს გადავიდა გრიმალდის ოჯახის საკუთრებაში, როდესაც პიერ დე პოლინიაკი (1895–1964) დაქორწინდა პრინცესა შარლოტაზე, ვალენტინუასის ჰერცოგინიაზე (1898–1977). 1966 წელს გრიმალდი & ლაბეირის კოლექციამ იგი გადასცა ვერსალის ქალაქს, სადაც დღეს გამოფენილია მიუზეუმ ლამბინეში და მიეწერება ფრაგონარის სახელოსნოს.[10]
ცნობილი შთაგონებული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1782: „Les Hazards Heureux de l'Escarpolettes“ — გრავიურა ნიკოლა დე ლონეს მიერ (1739–1792), 62.3 × 45.5 სმ.[11] ორიგინალისგან განსხვავებით, ქალი მარჯვნივ იყურება და ქუდზე ბუმბულები აქვს, რადგან ეს ვერსია როტშილდის ასლის მიხედვითაა შექმნილი.
- 1920: უილიამ კარლოს უილიამსის ლექსი „Portrait of a Lady“ ითვლება, რომ ფრაგონარის ამ ნამუშევარზე მიუთითებს.[12]
- 1972: ჯგუფ „Little Feat“-ის ალბომი „Sailin' Shoes“ შეიცავს გარეკანს, რომელიც შთაგონებულია ამ ნახატით.[13]
- 1999: ბალეტი „Contact: The Musical“ (სიუზან სტრომანი და ჯონ უაიდმანი) პირველ აქტში იყენებს ნახატზე დაფუძნებულ ქორეოგრაფიას.[14]
- 2001: The Swing (after Fragonard) — სიცოცხლის ზომის უსახელო რეკრეაცია აფრიკულ ქსოვილში, იინკა შონიბარეს მიერ.[15]
- 2013: ანიმაციურ ფილმში „Frozen“ ჩანს „საქანელას“ ვერსია სცენაში, სადაც ანა ცეკვავს გალერეაში სიმღერაზე „For the First Time in Forever“.[16] ასევე იგი გამოყენებული იყო ფილმ „Tangled“-ის შთაგონებად.[17]
- 2022: Red Velvet-ის კლიპში „Feel My Rhythm“ არის სცენა, სადაც აირინი „საქანელას“ ქალის პოზას იმეორებს.[18]
- 2022: HBO Max-ის სერიალ „Harley Quinn“-ის მესამე სეზონის პოსტერზე გამოყენებულია „საქანელას“ ვერსია, სადაც საქანელაზე ჰარლი ქვინი და აივი სხედან.[19]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| Fragonard's The Swing, Smarthistory | |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 https://wallacelive.wallacecollection.org/eMP/eMuseumPlus?service=ExternalInterface&module=collection&objectId=65364&viewType=detailView
- ↑ Art UK — Art UK.
- 1 2 Collé, Charles (1868). Journal et mémoires de Charles Collé sur les hommes de lettres, les ouvrages dramatiques et les événements les plus mémorables du règne de Louis XV (1748-1772). Paris: Firmin Didot Frères, Fils et Cie, გვ. 165–166.
- ↑ Although his identity was not unveiled by Collé, it has been thought that it was Marie-François-David Bollioud de Saint-Julien, baron of Argental (1713–1788), best known as Baron de Saint-Julien, the then Receiver General of the French Clergy. However there is little evidence for this, according to Ingamells, 163-164.
- ↑ Fragonard, The Swing. khanacademy.org. Retrieved 17 December 2016.
- ↑ François Marie Ménage de Pressigny. Trustees of the British Museum. ციტირების თარიღი: 2020-03-27.
- ↑ Exploring Fragonard's The Swing en. ციტირების თარიღი: 2023-11-25
- ↑ Wallace Collection (1908). Catalogue of the Oil Paintings and Water Colours in the Wallace Collection, 8th, Read Books Design. ISBN 9781445542393. „A repetition of by no means equal merit is in the collection of Baron Edmond de Rothschild; a smaller version was in that of the Duc de Polignac (see Virgile Josz: Fragonard).“
- ↑ Bremmer, Jan (1991). From Sappho to De Sade: Moments in the History of Sexuality. Routledge, გვ. 80–81. ISBN 978-0-415-06300-5. „Note 4: According to Nevill (1903), a replica with a blue instead of a pink dress is in the possession of Baron de Rothschild.“
- ↑ თარგი:Base Joconde
- ↑ თარგი:Base Joconde
- ↑ University of Illinois. (Winter 1998) Modern American Poetry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 August 2020. ციტირების თარიღი: 5 April 2020.
- ↑ Neon Park en. ციტირების თარიღი: 2021-06-08
- ↑ Terry Byrne (14 June 2008). „Moving tales of love make 'contact'“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: 8 August 2018. ციტატა: „'Swinging' tells the story behind a painting by 18th-century artist Jean-Honore Fragonard, in which a girl on a swing (Ariel Shepley) is teasing her companion (Jake Pfarr), while a servant (Sean Ewing) pushes the swing for her.“
- ↑ Yinka Shonibare, MBE The Swing (after Fragonard), Yinka Shonibare, MBE Tate. Tate. ციტირების თარიღი: 2014-08-04.
- ↑ Look What We Found in Frozen | Disney Insider en-US (2013-12-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-01. ციტირების თარიღი: 2019-07-30
- ↑ Lucchesi, Molly. Disney + 'The Swing'. ციტირების თარიღი: June 28, 2025
- ↑ Saha, Durba. (2025-06-01) 8 Hidden Famous Art Reference in “Feel My Rhythm” (Red Velvet) M/V en. ციტირების თარიღი: 2025-12-19
- ↑ Harley Quinn Season 3's Poster Is a Perfect Microcosm of the Series en-US (2022-07-27). ციტირების თარიღი: 2022-08-15